აქტუალური
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. ამ დრომდე მას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

თანამდებობაზე კუპატაძემ მამუკა ჭელიძე შეცვალა. „სამოქალაქო საქართველომ“ სცადა დაეზუსტებინა, თუ სად განაგრძობს მამუკა ჭელიძე საქმიანობას, თუმცა შსს-ში განგვიმარტეს, რომ უწყების მიერ უკვე გავრცელებულ ინფორმაციაზე მეტს ვერ მოგვაწვდიან.

შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძეს ამავე უწყებაში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა.