საზოგადოება
საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული ძეგლების აღდგენის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები კონკრეტული დეტალების დაზუსტების ეტაპზეა გადასული.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ჟურნალისტებს განუცხადეს, ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, სადაც შეთანხმების კონკრეტული დეტალები ზუსტდება. მოლაპარაკებების დასრულების დრო კი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული ძეგლების აღდგენის შესახებ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკებების თანახმად, ნაცვალგების პრინციპით, ტაო-კლარჯეთში ოთხი ქართული ეკლესიის – ხანძთის, ოშკის, იშხანისა და ოთხთას, რესტავრაციის სანაცვლოდ თურქული მხარე საქართველოში ერთ აზიზეის მეჩეთს ააშენებს და სამს განაახლებს.