უცხოეთი
საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. დასავლეთი რუსეთს პატივისცემით უნდა მოეპყროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ (რუსეთის ფედერაციას) პატივისცემით უნდა მოგვეპყრონ“, - აღნიშნა პუტინმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბელარუსი კოლეგის სიტყვებზე, რომ „მინსკი დასავლეთს არ დაელაპარაკება მისი მხრიდან პატივისცემის გარეშე“.
ცნობისათვის, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის შეხვედრა სოჭში მიმდინარეობს.
interpressnews.ge