უცხოეთი
თანამდებობიდან გათავისუფლდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. თანამდებობიდან გათავისუფლდა და "სხვა პოსტზე" გადაყვანილია რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დმიტრი ბულგაკოვი - იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 24 სექტემბერს.

ბულგაკოვს შეცვლის გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელიც უწინ ხელმძღვანელობდა რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრს. უკრაინის არმიის განცხადებით, მიზინცევი ხელმძღვანელობდა ალყას აზოვის პორტის ქალაქ მარიუპოლში, რამაც მას "მარიუპოლის ყასაბის" სახელი მოუტანა.

მარიუპოლი მაისის ბოლოს რუსეთის ძალებმა დაიკავეს, მას შემდეგ, რაც ქალაქი ფაქტობრივად მიწასთან გასწორდა და ალყის პერიოდს ემსხვერპლა ათასობით სამოქალაქო პირი.

თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ლიდერობით მოქმედ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ახლახან კრიტიკა შეხვდა კრემლთან დაახლოებული წრეების მხრიდან. ორიოდე კვირის წინ მოსკოვის არმიამ ნაჩქარევად დატოვა აღმოსავლეთ უკრაინის ხარკოვის რეგიონი, უკრაინის კონტრშეტევის ზეწოლის გამო.

radiotavisupleba.ge