საზოგადოება
ადამ კინზინგერი: ბრძნული იქნებოდა თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვარს და სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში, არ შეუშვებდა რუს ტურისტებს

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. ბრძნული იქნებოდა თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვარს და სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში, არ შეუშვებდა რუს ტურისტებს - ამის შესახებ „ტვიტერზე“ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა დაწერა.

ჯარში გაწვევის ასაკის მქონე მამაკაცების შედინება ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირეში, ძალიან საშიშია. უნდა დავინახოთ, რომ ეს მსხვერპლია, ტურიზმი მნიშვნელოვანია”, - წერს კინზინგერი „ტვიტერზე“.