საზოგადოება
მიმდინარე კვირას პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავს

saxalxo_damcveliდეპუტატები სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში 2010 წელს არსებულ მდგომარეობაზე ხვალისთვის დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

შეიმუშავებს თუ არა ანგარიშის საფუძველზე კონკრეტულ რეკომენდაციებს პარლამენტი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ სახალხო დამცველის ანგარიშზე კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დასმას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ტუღუშის ყოველწლიურ ანგარიშში ყველაზე პრობლემატურ სფეროდ სასჯელაღსრულების სისტემაა დასახელებული.