თანამშრომლობის მემორანდუმი საქსტატსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის
როგორც საქსტატმა საქინფორმს აცნობა, საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სერგო წიქარიშვილმა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის მიზანია ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გამარტივება გეოინფორმაციული სისტემების მონაცემების გაცვლის მიმართულებით. კერძოდ, გეოინფორმაციული სისტემების შემუშავებაში საქსტატი გამოიყენებს საჯარო რეესტრის გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სტატისტიკური კვლევების გამარტივებისთვის.