სამართალი
საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ.უშიშროების საბჭოს სხდომა 22 სექტემბერს გაიმართება. მედიის ინფორმაციით, შეხვედრას დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია უხელმძღვანელებს.
„დღის წესრიგშია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ღონისძიებების შემუშავების საკითხი”, - აცხადებენ ასლან ბჟანიას პრესსამსახურში.
მანამდე, ე.წ.უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ დააანონსა. მისი თქმით, რეგიონში სახიფათო ვითარებაა და საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია.