უცხოეთი
სერგეი შოიგუ - ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 000 რეზერვისტს გამოვიძახებთ

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთს დაახლოებით 25 მილიონი ადამიანის მობილიზების რესურსი აქვს.

„ჩვენ გვაქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი, ანუ რესურსი, ვინც მსახურობდა, ვისაც აქვს საბრძოლო გამოცდილება, ვისაც აქვს სამხედრო სპეციალობა, თითქმის 25 მილიონი ასეთი ადამიანი გვყავს“, - განაცხადა შოიგუმ.

მისი განმარტებით, სტუდენტების მობილიზების შესახებ საუბარი არ არის და არც იქნება. ასევე, მობილიზებას და ე.წ. „სპეცოპერაციის“ ზონაში გაგზავნას არ ექვემდებარებიან ახალწვეულები.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომელიც დღესვე ამოქმედდება.

interpressnews.ge