უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომელსაც დონბასის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მცხოვრებლები რეფერენდუმზე მიიღებენ

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს იმ გადაწყვეტილებას, რასაც დონბასის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მცხოვრებლები ე.წ. „რეფერენდუმების“ დროს მიიღებენ.

„რუსეთი მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომელსაც დონბასის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქის მცხოვრებლების უმრავლესობა მიიღებს“, - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სეპარატისტული ხელისუფლებები რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარებას გეგმავენ. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ „რეფერენდუმები“ უკანონოა და მათ შედეგებს არ აღიარებენ.

interpressnews.ge