უცხოეთი
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მათ, ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობენ, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს.

„მათ, ვინც ჩვენს დაშანტაჟებას ბირთვული იარაღით ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ „ქარის ვარდი“ შეიძლება მათი მიმართულებით შებრუნდეს", - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი თავის დასაცავად ყველანაირ საშუალებას იყენებს.

"როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება, ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას რუსეთისა და ჩვენი ხალხის დასაცავად. ეს ბლეფი არ არის", - განაცხადა პუტინმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

interpressnews.ge