უცხოეთი
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

„თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხები განვიხილეთ. ჩვენ ვართ დიდი ხნის პარტნიორები და მეგობრები, მტკიცედ ვართ მოწოდებული თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის!“- წერს პრემიერი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში იმყოფება. პრემიერი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს.

interpressnews.ge