საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ორი დღის წინ საქართველოს რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი ეწვია.
სობჩაკმა საქართველო უკვე დატოვა და „ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
„თბილისში ორდღიანმა მივლინებამ ბევრი შთაბეჭდილება დამიტოვა.
ჯერ ერთი, ძალიან მიყვარს საქართველო. პარლამენტთან მამაჩემის ძეგლი დგას. მან პირველმა თქვა სიმართლე 1989 წელს სსრკ-ში თბილისში განვითარებულ მოვლენებზე. ამ ადგილთან კავშირს ვგრძნობ. აქ ცხოვრობენ ჩემი მეგობრები და მათგან ბევრი წავიდა 24 თებერვლის შემდეგ.
რა მომეწონა: მთაში იოგას ვაკეთებდი, პირველად ვნახე „ლიფტი ფულისთვის“ - როცა ლიფტის გასასვლელად მონეტის გადაყრა გჭირდებათ და აი, ჩემი საყვარელი სასტუმრო ლამაზი ინტერიერით...
რა მეწყინა: ბევრი შეურაცხმყოფელი წარწერა რუსეთზე და ბევრი ჟურნალისტის სურვილი, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ განცხადება თქვენი ქვეყნის შესახებ. ჩემს შეხედულებებს არ ვმალავ, მაგრამ სამშობლოს „ექსპორტისთვის“ გაკიცხვა ჩემი არ არის. ამაში რაღაც არასწორია. მე არავის არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ ასე ვგრძნობ თავს.
ბარში რუსებისთვის ვიზებია, მე „იმედები გავუცრუე“ მეპატრონეს, რომ არ მინდოდა ხელი მომეწერა ფურცელზე წარწერით „დიდება უკრაინას“.
სამწუხაროდ, ყველას არ ესმის, რომ მილიტარიზმისა და ძალადობის წინააღმდეგი, არ ნიშნავს შენთვის უცხო სახელმწიფოს განდიდების სურვილს. მაშინაც კი, თუ მართლა თანაუგრძნობთ მწუხარებას და დანაკარგს.
მოკლედ, თბილისი ლამაზია, მაგრამ ხალხი ყველგან ხალხია. ბევრს უნდა დაყოფა მეგობრებად და მტრებად, ვინც წავიდა და ვინც დარჩა და ა.შ. ეს არ არის ჩემთვის ახლობელი, მაგრამ აქ ბევრი თანამოაზრე გავიცანი და ესეც გამამხნევებელია“, - წერს სობჩაკი.
წყარო: primetime.ge