სამართალი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმიდან საქართველომ წელს 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ამასთან, უწყების ცნობით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა, უკვე მეორედ პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს; აგვისტოში 522 945 221 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +26.7%-ით აჭარბებს (110 158 684 აშშ დოლარი), 2021 წლის აგვისტოს თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 324 158 964 (+163.1%) აშშ დოლარით.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

იანვარ-აგვისტოს პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 141 568 321 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6%-იანი აღდგენაა. 2021 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 1 437 776 241 (+204.3%) აშშ დოლარით“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.