აქტუალური
ვინ არის კინი კოკსი - პლატფორმა "დოსიეს" სკანდალური გამოძიება

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ევროსაბჭოს საპალამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი, რომელმაც 2020 წელს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა, რუსეთის გავლენის აგენტია. მიხეილ ხოდორკოვსკის საგამოძიებო პლატფომა "დოსიემ" დაადგინა, რომ კინი კოკსი ევროსაბჭოში უმაღლეს თანამდებობაზე კრემლის მხარდაჭერით დაინიშნა.

დოსიეს ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ კოკსს კარიერულ წინსვლაში გრუ-ს მაღალჩინოსანი ლევიცკი ლობირებდა. სწორედ კოკსის ხელმძღვანელობით გამოქვეყნებულ დასკვნა იყო ერთ-ერთი, რომლითაც ივანიშვილის გუნდმა მიტაცებული არჩევნების მიუხედავად შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება, ის ასევე აქტიურად იყო ჩართული და ცდილობდა ევროსაბჭოში რუსეთისთვის შეჩერებული ხმის უფლების აღდგენას.