პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: პუტინს ბევრი საშინაო მონახაზი აქვს და ყველა მათგანს გამარჯვებამდე მიჰყავს

     რუსეთის Facebook-ან გათიშვას იგივე ეფექტი მოჰყვ, რაც ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც მათივე გამომცხადებელი დასავლური კოალიციის წინააღმდეგ შემობრუნდა. პოპულარული სოცქსელი, რომელმა მანამდე წარმატებით განდევნა Одноклассники, სულ რამდენიმე თვეში გამოვიდა მოდიდან, დაკარგა მილიონობით რუსულენოვანი მომხმარებელი, რომლებ სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებზე გადაერთვნენ. ჩვენ მოვახდინეთ Telegram-ში, В контакте-ში, Twitter-ზე, Мой мир-ში, Мир тесен-სა და Одноклассники-ში ყველაზე მეტად განხილული საკითხების კლასიფიკაცია და მათზე კომენტარი საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს ვთხოვეთ.

   - მუდმივ მკითხველებ, რომლებიც უყურარღებოდ არ ტოვებენ არცერთ ახალ პუბლიკაციას საქართველოს შესახებ, აინტერესებთ - უწინდებურად ფიქრობ, რომ მესამე მსოფლიო ომი სრულებით შესაძლებელია?

- მესამე მსოფლიო ომი უკვე ნახევარი წელია გრძელდება, უბრალოდ, დასავლეთის ქვეყნებს ხელმძღვანელობენ მხდალი ლიდერები, რომლებსაც ეშინიათ რუსეთთან პირდაპირი ომის. და სამართლიანადაც ეშინიათ, რადგან თვით აშშ-ც კი პანიკურად გაექცა თალიბანის მებრძოლებს, რომლებსაც კალაშნიკოვის ავტომატის გარდა არაფერი იციან. დასავლური კოალიცია ახლა წელს იწყვეტს, აცარიელებს თავის სამხედრო საწყობებსა და ხაზინას, აგზავნის უკრაინაში მილიარდობით დოლარს, ევროს და სულ ახლახან წარმოებულ იარაღს, რადგან ძველის მარაგი ამოიწურა. მათი ათიათასობით საუკეთესო ინსტრუქტორი, მრჩეველი და სპეცრაზმელი ჩვეულებრივი დაქირავებული ბოებიკის ნიღბით დღეს იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც იქ სპეცოპერაციას ატარებს საკონტრაქტო ჯარისკაცების დემონსტრაციულად შეზღუდული კონტიგენტით უკრაინელი ბოევიკების წინააღმდეგ, რომლებიც სპეცმომზადებას გადიოდნენ CIA-სა და პენტაგონის სასწავლო ცენტრებში.

- როგორ გგონიათ, დასავლეთგონს მოეგებაროგორ მათ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმ-2022-ზე მოუწოდა? კარგი, დავუშვათ დაუწესეს რუსეთს სულელური სანქციები მის დასასუსტებლად, უკრაინაში იარაღის გაგზავნა რაღა საჭიროა? - კითხულობს ხალხი. რაც შესაძლებელი იყო, უკრაინიდან უკვე გაიტანეს, ევროპა და აშშ უკრაინის აღდგენას არ შეუდგებიან, მით უფრო, რომ თავადაც დიდი პროლემედის წინ დგანან. მაშ, რა საჭიროა იმ პროექტის გაგრძელება, რომელიც უკვე გროშადაც არ ღირს?

   - შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ბოლო სამიტი დასავლეთისთვის "ცივ შხაპად" იქცა. პუტინმა მათ არაერთხელ სთხოვა, გონს მოგებულიყვნენ, სიტყვა შეესრულებინათ და აღმოსავლეთით არ გაფართოებულიყვნენ, მაგრამ ამაოდ - ნატო უკვე შევიდა უკრაინაში და ნაწილობრივ - საქართველოში, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ, სანამ საქართველოს MAP-ზე უარი არ ეთქვა, მოდაში იყო სლოგანი - "მეტი საქართველო ნატოში, მეტი ნატო საქართველოში". სულ ორიოდე წელია, რაც ის დაივიწყეს... ახლა კი კოლექტიურ დასავლეთს, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ნაცვლად, მოუწევს საქმე დაიჭიროს ისეთ გიგანტთან, როგორიც არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია. ზოგადად აშშ-ს აქვს გასაოცარი უნარი გაიჩინოს მტრები და გააერთიანოს ისინი თავის წინააღმდეგ! ეს განსაკუთრებით შესამჩნევია პატარა საქართველოს მაგალითზე. მახსოვს აშშ-ის პირველი ელჩები, რომლებიც აღფრთოვანებული ქართველებისთვის ნახევარღმერთებივით იყვნენ და მათ ვადარებ უკანასკნელებს - ტეფტს, კელის და დეგნანს, რომლებიც ქართველ ხალხს მთელი არსებით სძულს. რა საჭირო იყო გადამეტება, როცა საქართველო ისედაც მთლიანად მათ განკარგულებაში იყო? ეს ჩემთვის საიდუმლოა... ახლა იღბალმა მათ ზურგი აქცია და უკუპროცესი დაიწყო. ვფიქრობ, კოალიციას უკრაინიდან გაქცევაც ისევე სამარცხვინოდ მოუწევს, როგორც ავღანეთიდან. საქართველოში ჩვენ ვერა და ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე - რისთვის დაიღუპა ათობით და დახეიბრდა ასობით ჯარისკაცი ქართული კონტინგენტიდან ავღანეთში?

   - მაშასადამე, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს? და მაშინ როგორ ახსნით უკრაინის შეიარაღებული ძალების ელვისებურ კონტრშეტევას, რომელმაც უკვე დაუბრუნა კიევს დიდი ტერიტორიები? რატომ დაიხია უკან რუსულმა არმიამ?

   - რუსეთმა უკვე მოიგო. შეტევა, უკან დახევა - ეს ყველაფერი სამხედრო თამაშებია! პუტინმა მოიგო მსოფლიო მასშტაბით - წერტილი დაუსვა გლობალიზაციას და ერთპოლარულ სამყაროს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების სახეთ წარმოადგენილი იქნენ ძალის ახალი ცენტრები. დღეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (ШОС) - ესაა მსოფლიო მშპ-ის 30%-ზე მეტი, ევრაზიის ტერიტორიის 60%-ს და პლანეტის მოსახლეობის 50%.

   ცნობისთვის: რვა ქვეყანა არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფო - ყაზახეთის რესპუბლიკა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა, ინდოეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ტაჯიკეთის რესპუბლიკა და უზბეკეთის რესპუბლიკა. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი აქვს კიდევ ოთხ ქვეყანას - ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას, ბელრუსის რესპუბლიკას, მონღოლეთის რესპუბლიკას და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რომელიც მომავალ წელს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მეათე წევრი გახდება. ასევე ექვსი ქვეყანა არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის დიალოგის პარტნიორი - აზერბაიჯანის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, კამბოჯის სამეფო, ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა.

   არცერთმა პოლიტიკოსმა, ანალიტიკოსმა, არც კადიროვმა და თუნდაც ლავროვმა, პუტინზე უკეთ არ იცის, რა უნდა გაკეთდეს! ხშირად ვიჭერ თავს ემოციებსა და მაქსიმალიზმზე და ეს ბუნებრივია. მოდი, ვნახოთ - რა ამოცანები დაუსვა პუტინმა უკრაინაში სპეცოპერაციას? დემილიტარიზაცია - მიღწეულია, უკრაინამ ამოწურა საბჭოთა დროიდან შემორჩენილი შეიარაღების მარაგი და როგორც კი დასავლეთი შეუწყვეტს მიწოდებას, ვეк იბრძოლებს. დენაციფიკაცია - აქ პუტინმა დაინახა, რომ იმაზე მეტი ნეონაცისტი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა და არა მხოლოდ უკრაინელებს შორის - ევროკავშირის ქვეყნების თითქმის ყველა ლიდერი, რომლებიც უკრაინელ ნეონაცისტებს ეხმარებიან, თავადაც ნეონაცისტი აღმოჩნდა. და რა, პუტინმა ყველა ისინი უნდა გაანადგუროს?! რატომ, როდესაც ზამთარი კარზეა მომდგარი და მათ „გაყინულ მგლის კუდებს“ თავად იმ ქვეყნების ხალხები წააწყვეტენ, რომლებსაც ისინი ხელმძღვანელობენ და რომლებიც დღეს მათ პოლიტიკას მიტინგებზე აპროტესტებენ?!

ვაღიარებ - მე განვაცხადე, რომ უმაღლესი კეთილდღეობის სახელით აუცილებელი იყო ზელენსკის და მისი გარემოცვის განეიტრალება, სააკაშვილი და მისი ბანდა თავის დროზე რომ განეიტრალებულიყო, ამდენი მსხვერპლი საქართველოსა და უკრაინაში არ იქნებოდა! მაგრამ პუტინი სხვაგვარად ფიქრობს. სააკაშვილის ან ზელენსკის დაჭერით რუსეთი ვერაფერს მიაღწევდა - დასავლეთი მათ ადგილას ახალ მარიონეტებს დააყენებდა და ამ მოღალატეებს მაშინვე აიყვანდნენ "სამშობლოსათვის ტანჯული ეროვნული გმირების - მოწამეების" იპოსტასში! დღეს რუსეთმა ყველაფერი იცის ამ დამარცხებული ნარკომანების შესახებ, მოსკოვმა წინასწარ იცის, რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ზელენსკისგან, იციან რამდენჯერ სცემს წუთში მისი არაკაცური გული, მაშ, რისთვის სჭირდება რუსეთს ახალი შეუსწავლელი პერსონაჟები? პუტინს ისედაც ბევრი საშინაო მონახაზი აქვს, კიევსა და ლვოვზე ფრონტალური იერიშის გარდა, და ყველა მათგანი გამარჯვებამდე მიიყვანს!

   - როგორ ფიქრობთ - როგორი იქნება ეს გამარჯვება, როგორ ხედავს ამას პუტინი?

   - როცა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პარტნიორებთან საქმეები რუსეთს ბრწყინვალედ მისდის, როდესაც რუსეთში რენესანსი დაიწყო და რუბლი დოლარს "თავში ურტყამს“, როდესაც რუსული ენერგომატარებლებს ოქროს ფასი აქვს, მისი პრეზიდენტი არ დაწვრილმანდება, მაგრამ თავსაც არავის მოატყუებინებს. გაზი მოიხმარეს, მაგრამ არ გადაიხადეს, ხორბალი და სასუქი გაიტანეს, მაგრამ თავისთვის წაიღეს და არა უღარიბესი ქვეყნებისთვის - ეს რას ჰგავს?! დონბასი რუსული იქნება, უკრაინა კი, უფრო სწორეად - რაც მისგან დარჩება - დემილიტარიზებული ნეიტრალური ქვეყანა იქნება, მოლაპარაკებები გაიმართება და კიევმა უნდა ილოცოს, რომ რუსეთი ამ ვარიანტით დაკმაყოფილდეს!

- და საქართველო? რას მოიმოქმედებს ოფიციალური თბილისი, რომელიც ბოლო დროს გვაკვირვებს თავისი პრაგმატიზმით?

   - ხელისუფლების სათავეში უწინდებურად სააკაშვილის პარტია რომ ყოფილიყო, რომელიც ახლა ოპოზიციაში მავნებლობს, საქართველოს ნაცვლად დღეს იქნებოდა განადგურებული ტერიტორია მისი შეიარაღებული ძალების მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის მცდელობის შედეგად, რაღა თქმა უნდა -დასავლეთის მხარდაჭერით. სხვათა შორის, 2008-ში რატომ გამოგზავნა აშშ-მა საქართველოში პამპერსები, უკრაინას კი დღეს „HIMARS“-ებს უგზავნის? საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება იცავს ქვეყანას შიმშილისა და სიცივისგან, პანდემიის შემდეგ მოქმედებს ყველა შეღავათიანი პროგრამა, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვა, მაქსიმალურად რიგდება მატერიალური დახმარება. საქართველო სტუმართმოყვარედ იღებს რუსეთის მოქალაქეებს, მაგრამ ამავდროულად ეხმარება უკრაინიდან ჩამოსულებს, პატიოსნად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და ატარებს ერთობლივ საერთაშორისო წვრთნებს ნატოსთან. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნაზე „პირველი უკრაინულის“ დასახმარებლად. საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომლის მოსახლეობის მესამედი დასავლეთში წელებზე ფეხს იდგამს, ხოლო მილიონზე მეტი მოქალაქე ემიგრაციაშია რუსეთში, სახიფათოა „მკვეთრი მოძრაობები“ ნებისმიერი მიმართულებით! ამიტომ, ხელისუფლებაში მყოფმა დახავსებულმა პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით ენაწყლიანმა პარლამენტარებმა, ასევე ტელეკომპანიებმა, რომლებიც ასოცირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან, ენას კბილი უნდა დააჭირონ - ამოიღონ თავიანთი ლექსიკონიდან ისეთი ჩამპალი შტამპები, როგორიცაა „რუსეთი მთელი პროგრესული კაცობრიობის პრობლემაა“, "რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი, რომელიც დამარცხდება უკრაინაში" და ა.შ. კიევის ხელისუფლება შეურაცხყოფს საქართველოს, ქართველებსა და საქართველოს ხელისუფლებას და, თავისი არაკეთილგანწყობის ნიშნად, დიდი ხანია, საქართველოდან. უკრაინის ელჩიც გაიწვია!

   - შეინიშნება თუ არა დადებითი ძვრები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების საქმეში?და არის თუ არა რაიმე დაახლოება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან?

- ერთადერთი, ვინც რაღაცას აკეთებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მიმართულებით, არის საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ეკონომიკა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული სფერო, ტურიზმი, ვაჭრობა, ინვესტორები - ეს ცოტა არ არის, ამისთვის რადიკალურმა ოპოზიციამ მმართველი „ქართული ოცნება“ პრორუსულ პარტიად შერაცხა! მაგრამ რუსეთს ახლა საქართველოსთან ურთიერთობის მოწესრიგებისთვის არ სცხელა, ამიტომაც მოსკოვიდან საქართველოსთან დაკავშირებით ახალი არაფერი ჩანს და არც ისმის - არც ოფიციალურ დიპლომატიურ, არც პოლიტიკურ და არც საზოგადოებრივ (ე.წ. სახალხო დიპლომატიის) დონეზე. საქართველოში მოსკოვთან კონტაქტში სულაც არ არიან უნაკლო პერსონაჟები, აშკარად - „ხალხთა შორის მეგობრობის იდეისთვის“ არაუანგარო მებრძოლები... და ეს ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოში არის მკაფიო საზოგადოებრივი დაკვეთა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის! სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით - აქ ხომ საერთოდ აბსოლუტური ნული და ჟენევის ფორმალური ფორმატია, ვერავის ვხედავ ხელისუფლებაში, ვინც კომპეტენტურია და აქვს რესურსი მათთან საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად, ხოლო მათთვის, ვისაც ამის უნარი შესწევს, ჯერ უფლებამოსილებანი არ მიუნიჭებიათ.

სხვათა შორის, მაქვს შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ საქართველოს სუს-მა, წარსულის შეცდომების გამოსწორების ნაცვლად, გააფართოვა დასავლეთის აგენტის, ყოფილი პრემიერი გახარიას მიერ დაწყებული დისკრიმინაციული კამპანია: სუს-ის კომისია, ფაქტებისა და მიზეზების განმარტების გარეშე, უარს ეუბნება საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე იმ პირებს, რომლებმაც ის რუსეთის მოქალაქეობის მიღების შედეგად დაკარგეს. ნუთუ დაცარიელებულ საქართველოში არსებობს იმის ფუფუნება, რომ დავკარგოთ ჩვენი ვაჟები და ქალიშვილები, თანაც - ენერგიულები და ნიჭიერები?!  

   - თქვენ მიერ აღწერილი სიტუაცია აშკარად არაჯანსაღია, თუმცა დიდ ძალისხმევას ხარჯავთ მის უკეთესობისკენ შეცვლაზე...

– 7 სექტემბერს ვლადივოსტოკში მე-VII აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ქვეყანა მოიკვეთს ყველაფერს, რაც აბრკოლებს მის წინსვლას“. მინდა აღვნიშნო, რომ პუტინმა ეს უკვე მესამედ თქვა: პირველად მან წარმოთქვა ეს სიტყვები 2017 წლის 23 დეკემბერს „Единая Россия“-ს ყრილობაზე, ხოლო მეორედ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა და, ამავდროულად, რფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ეს გაიმეორა 2018 წლის 30 იანვარს თავის რწმუნებულ პირებთან შეხვედრაზე. ასე რომ, მოუთმენლად ველი, რომ რუსეთი ბოლოსდაბოლოს მოიკვეთს ყველაფერსა და ყველას, ვინც და რაც ხელს უშლის მის წინსვლას, მათ შორის ბევრ სახელმწიფო ჩინოვნიკს, რომლებმაც თავიანთი მოღალატე ბუნება გამოავლინეს მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ და გამოხატეს უკიდურესი უკმაყოფილება რუსეთის სპეცოპერაციით, ამ, მათი თქმით, "არაჰუმანური, მოუქნელი და არაგონივრული მეთოდით“. ეს ფსევდოინტელიგენტი „პაციფისტები“ სინამდვილეში ხარბი კარიერისტები არიან და ბუზღუნებენ იმ იმედით, რომ პუტინის რუსეთი წააგებს და მათ ამ მოღალატურ პოზიციას მხედველობაში მიიღებს რუსეთის მომავალი მმართველი - როგორც ისინი იმედოვნებენ, დასავლეთის ხელდასხმული, როგორც ეს უკვე მომხდარა უახლეს ისტორიაში. და მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი მოიკვეთს მათ უცხო სხეულებს, ხოლო მათი პარტნიორები საქართველოში უსაქმოდ დარჩებიან, შესაძლებელი იქნება საუბარი მათთან, ვინც მათ შემცვლელად მოვა.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

ექსკლუზიური ინტერვიუ NEWS FRONTS

2022 წლის 19 სექტემბერი
საქართველო, თბილისი