პოლიტიკა
კონფერენცია „ჩერქეზი ხალხის ე. წ. გენოციდის აღიარება და მისი შედეგები საქართველოსთვის“

konferenc_zal2011 წლის 15 ივნისს, 13.00 სთ-ზე სასტუმრო „BETSY’S HOTEL” საკონფერენციო დარბაზში (თბილისი, მაყაშვილის ქ. №32-34, www.betsyhotel.com) გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „ჩერქეზი ხალხის ე. წ. „გენოციდის“ აღიარება და მისი შედეგები საქართველოსთვის“.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“ და ევრაზიის ინსტიტუტი.

საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებენ გაზეთები „საქართველო და მსოფლიო“, „ილორი“, ჟურნალი „ისტორიული მემკვიდრეობა“, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, უფალებათა დამცველები, ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები.