უცხოეთი
უკრაინამ 1,5 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინამ 1,5 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო. თანხა აშშ-მ მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდიდან გამოყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გრანტის მთლიანმა მოცულობამ 4,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო გრანტი 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს არის 4,5 მილიარდი დოლარის ბოლო ტრანში მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდიდან", - დაწერა შმიგალმა Twitter-ზე.

მისი თქმით, თანხები პენსიებსა და სოციალურ დახმარებას მოხმარდება.

„თანხები მოხმარდება საპენსიო გადასახდელებისა და სოციალური დახმარების პროგრამების საბიუჯეტო ხარჯების ანაზღაურებას. მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს და შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

interpressnews.ge