პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ გადაწყვიტეს აფხაზეთში, რომ საქართველო აზერბაიჯანის მაგალითს მიბაძავს

     "საქართველოს მიერ აფხაზეთის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო კონფლიქტის ალბათობა საკმაოდ მაღალია", - განაცხადა „აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამ საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე. მტკიცებულებად მან მოიყვანა საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამასწინანდელი წინადადება საქართველოში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საკითხზე: სურს თუ არა ქართველ ხალხს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ?“. არძინბა ასევე შეშფოთებულია "საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების მზარდი მოცულობით" და "საქართველოში ნატოსთან ერთობლივი წვრთნების რეგულარულად ჩატარებით". ალბათ, მშვიდობისთვის ასე არ ემზადებიან; სავარაუდოდ, ემზადებიან ომისთვის”, - დასძინა მან. მის შეშფოთებას მხარი დაუჭირა „უშიშროების საბჭოს მდივანმა“ სერგეი შამბამ და განაცხადა, რომ რესპუბლიკა ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს“. შამბამ რუსეთს აფხაზეთის მოკავშირე უწოდა, საქართველოს მხარეს კი, აქაოდა, იგივე ქვეყნები იმოქმედებენ, რომლებიც დღეს უკრაინას უჭერენ მხარს, ანუ აშშ და მასთან ერთად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებული ევროკავშირის სახელმწიფოები.

     რატომ ამოგლიჯეს არძინბამ და შამბამ მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების წინადადება მთლიანი კონტექსტიდან, თუმცა კობახიძემ ბრიფინგზე ქართველი ჟურნალისტების ყურადღება გაამახვილა კიევის ხელისუფლების დაუფარავ სურვილზე, გაეხსნათ მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში, რათა საქართველო ამგვარად ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს“? ნუთუ არ იციან, რომ ეს იყო კობახიძის სარკასტული პოლემიკის გაგრძელება კიევთან სოლიდარულ ქართულრადიკალურ ოპოზიციასთან და კობახიძის ნათქვემის აზრი სრულიად საპირისპირო იყო? კერძოდ, რომ ქართველი ხალხი, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც ოპოზიცია რუსეთუმეობაში ადანაშაულებს, კატეგორიული წინააღმდეგია რუსეთთან ომისა და სურს ჩრდილოელ მეზობელთან მეგობრობისა და მშვიდობის აღდგენა, ის დემონსტრირებასაც რეფერენდუმის შედეგები მოახდენს მისი ჩატარების შემთხვევაში?

   არძინბას განცხადებაც „სამხედრო ტექნიკის მზარდი მოცულობის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და აქ აბსოლუტურად საპირისპირო ვითარებაა. სააკაშვილის სახელობის ქართულმა ოპოზიციამ - ექსმმართველმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - გასულ კვირას საქართველოს კიდევ ერთხელ უღალატა - განაცხადა, რომ ქართული არმია და სამხედრო საწარმოები ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გაანადგურა. მოღალატეებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ საქართველოს არ აქვს ავიაცია, მწყობრიდან არის გამოსული თვითმფრინავები და შვეულმფრენები, ხოლო ასი ქართველი მფრინავი, რომლებმაც აბა რით უნდა იფრინონ, ემიგრაციაში წავიდა საზღვარგარეთ, რათა ლიცენზია არ დაკარგოს!

   იბადება კითხვა: მთელი საქართველოს ბიუჯეტი არ კმარა ორიოდე თანამედროვე თვითმფრინავის შესაძენად, მაშ რა აზრი აქვს ძველი ავიაპარკის შეკეთებაზე?! განა შეძლებს რამდენიმე მოძველებული მოდელის რუსული თვითმფრინავი, გინდაც - შეკეთებული, მეზობლების - რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის თანამედროვე საჰაერო ძალებს წინააღმდეგობა გაუწიოს? მაშ, რა სახის „სამხედრო ტექნიკის მზარდ მოცულობას“ გულისხმობდა არძინბა? ნუთუ საქართველო თავის არმიას მხოლოდ აფხაზეთზე თავდასხმის მიზნით აძლიერებს?! დღეს რომ სააკაშვილის პარტია ყოფილიყო ხელისუფლებაში, მაშინ - დიახ, საქართველო, დასავლური კოალიციის მხარდაჭერით, დიდი ხნის წინ მიიტანდა იერიშს რუსეთის სამხედრო ბაზებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში! ან ნუთუ საქართველოს პარტნიორები - აზერბაიჯანი და თურქეთი - მონაწილეობდნენ საქართველოში გამართულ ნატოს სიმულაციურ სიტუაციური წვრთნებში "ღირსეული პარტნიორი - 2022" (Noble Partner - 2022) იმისათვის, რომ საქართველოს მხარეს ემზადებოდნენ აფხაზეთთან ომისთვის? ან სომხეთთან, თუმცა ეს უკანასკნელი არ აპროტესტებდა მათ მონაწილეობას?

   ან იქნებ არძინბას და შამბას პროვოკაციულგანცხადებებგანსხვავებულ - ანტირუსულ დატვირთვას ატარებს? განვმარტავ. საქმე ისაა, რომ დღეს მსოფლიოში, მათ შორის - სამხრეთ კავკასიაში, დირიჟორობს ერთი დასავლელი დირიჟორი - აშშ, რომელსაც სურს რუსეთს მეტი პრობლემები შეუქმნას - რათა რუსეთი, პირველ უკრაინულთან ერთად, ჩაერთოს მეორე, მესამე, რაც შეიძლება ბევრ ფრონტზე, როგორც დიდი სამამულო ომის დროს. შეხედეთ - ყაზახეთი ამერიკელებთან მიდის - "მადლიერების ნიშნად", რომ რუსეთმა ახლახან იხსნა იგი სამოქალაქო ომისგან; ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე სამხედრო კონფლიქტი ღვივდება; აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი განახლდა. იმის გამო, რომ ვერ აიძულეს საქართველო, შეეტია რუსული ბაზებისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გადაწყვიტეს მოეხდინათ სოხუმის მხრიდან კონფლიქტის პროვოცირება საქართველოსა და რუსეთს შორის! მიზანი იგივეა - ჩაითრიონ რუსეთი ომში ახალი მიმართულებით.

   ან თავად არძინბამ და შამბამ გადაწყვიტეს ისარგებლონ იმ მომენტით, რომ დღეს კავკასიის ყველა ქვეყანა, საქართველოს გარდა, ომობს (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი) და რუსეთის ჩარევით აიძულონ საქართველო, ხელი მოაწეროს მათთან ხელშეკრულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ - ანუ აღიაროს ისინი საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად, დამოუკიდებელ რესპუბლიკებად?! ან იქნებ აფხაზეთის ხელმძღვანელობა სერიოზულად ვარაუდობს, რომ რუსეთი ხელს არ უშლის ბაქოს, აიძულოს სომხეთი ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარების შესახებ და შემდეგ ანალოგიურად დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთის დაბრუნებაში?

   არსებობს კიდევ ერთი, ძალიან მარტივი ახსნა: სოხუმში გადაწყვიტეს აეტეხათ აურზაური, რათა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები რუსეთისთვის არ გადაეცათ.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 15 სექტემბერი
საქართველო, თბილისი