აქტუალური
საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილი უკრაინის პრეზიდენტის მანქანას და დაცვის მანქანებს შეეჯახა.
ზელენსკის თანმხლებმა ექიმებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს სასწრაფო დახმარება გაუწიეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინის პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა და თქვა, რომ მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.
„ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოებას სამართალდამცავები გამოიძიებენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა.