საზოგადოება
პრემიერი: ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა ჩვენი ხალხის არჩევანია

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა ჩვენი ხალხის არჩევანია. ეს არის გზა და პროცესი, რომელიც არის შეუქცევადი და რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაქსიმალურად დააჩქარა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ საკითხთან მიმართებაში არის თანმიმდევრული.

„მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება არის თანმიმდევრული იმ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა ჩვენი ხალხის არჩევანია. ეს არის გზა და პროცესი, რომელიც არის შეუქცევადი და რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაქსიმალურად დააჩქარა. სწორედ, ჩვენი ხელისუფლების დროს მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ამ სიტუაციაში, ამ ისტორიულ დროს იქნა მიღწწეული ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ევროპული პერსპექტივის მონიჭებას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რამდენ ხანში წარმოგვიდგენია გაწევრიანება, ეს არ არის რა თქმა უნდა, მხოლოდ სურვილზე დამოკიდებული, ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ყველანი მაქსიმალური პასუხსიმგებლობით მიყვებით. გვესმის, რომ ამის დაჩქარება შეულებელია, არის გარკვეული კრიტრიუმები, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ და ამას სჭირდება ქვეყნის მომზადება იმ დღისთვის, როცა ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია, გარდაქმნა, განვითარება, რეფორმების ჩატარება, სწორედ, ამას უკავშირდება იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოგვცემს საშუალებს, მივიღოთ კანდიდატის სტატუს. ჩვენ შესაბამისად რა თქმა უნდა გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე იქნას ეს მიღწეული, ეს არის ჩვენი გეგმა, ჩვენი ხედვა, რომელიც ჩვენი ხალხის სურვილებსა და ნებას გამოხატავს“,- აღნიშნა პრემიერმა.