საზოგადოება
რუსეთიდან საქართველოში ომის დაწყებიდან 5 თვეში $2.1 მლრდ გადმოირიცხა

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის ახალი სტატისტიკის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 5 თვეში საქართველოდან რუსეთში გადარიცხული თანხის რაოდენობა 500 მლნ დოლარია, ხოლო პირიქით, რუსეთიდან საქართველოში 2.1 მლრდ აშშ დოლარი გამოიგზავნა.

ეს სტატისტიკა მოიცავს როგორც SWIFT სისტემით გადარიცხვებს, ასევე გადარიცხვებს სხვა ელექტრონული სისტემებით.

დაზუსტებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 ივლისამდე პერიოდში რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან რუსეთში SWIFT გაიგზავნა 1 367 763 553 ლარია (488 მლნ დოლარი), ხოლო რუსეთიდან საქართველოში გამოიგზავნა 3 747 165 462 ლარი (1.3 მლრდ დოლარი).