აქტუალური
რუსეთის ინტერესებისთვის საფრთხეა — კრემლი საქართველოში ჩატარებულ წვრთნებზე

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დენის გონჩარი Ria Novosti-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთმა ყურადღება გაამახვილა NATO-ს მძიმე შეიარაღების საქართველოში სამხედრო სწავლების ფარგლებში გადატანის შესახებ.

მისი თქმით, მოსკოვი აკვირდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმდინარე კურსს და მის თანმხლებ აქტივობებს, მათ შორის, ქვეყნის თანამედროვე ტიპის იარაღით აღჭურვა და რეგულარული სამხედრო წვრთნების ჩატარება შეერთებული შტატებისა და ალიანსის ქვეყნების მონაწილეობით მის ტერიტორიაზე „არა მხოლოდ გამოწვევაა რუსეთის ინტერესებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის რეგიონში, არამედ სერიოზული საფრთხეა სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მთლიანად სამხრეთ კავკასიაში“.

წელს საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ ჩატარდა.

„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანი იყო საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.