რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ნუ გეშინიათ რუსების მოსვლის, გეშინოდეთ მათი წასვლის!

   უკრაინაში ახალი სამამულო ომი მიმდინარეობს, რადგან დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ხელმძღვანელობა ისტორიულად დროდადრო ცდილობს რუსეთის ლიკვიდაციას და მისი სიმდიდრის დანაწილებას. ამ მცდელობებს შორის შუალედში ისინი ატარებენ წვრთნებს - ომობენ ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, სირიაში, ავღანეთში, ერაყში - ესენია ეგრეთ წოდებული ნატოს ოპერაციები, რომლებშიც ისინი ავარჯიშებენ თავის შეიარაღებულ ძალებს რუსეთზე ნაკლებად ძლიერ მოწინააღმდეგეებზე. მაგრამ რაკიღა დღეს ისინი საუკეთესო ფორმაში როდი არიან („ხელი არ მიუწვდებათ... არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს რამე მოგვახვიონ თავზე - . პუტინი, აღმოსავლეთის VII ეკონომიკური ფორუმიმრავალპოლარული სამყაროსკენ მიმავალ გზაზე“, ვლადივოსტოკი, 5-8 სექტემბერი), ამჟამინდელ სამამულო ომს აქვს რამდენიმე განმასხვავებელი ნიშანი 1941-45 წლების დიდი სამამულო ომისგან:

- დღეს ნაცისტების მხარეს იბრძვის მთელი დასავლეთი აშშ-სთან ერთად, ანუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და უკრაინა, ამიტომ ანტიფაშისტური კოალიციის შექმნა და მეორე ფრონტის გახსნა მოსალოდნელი რ არის;

- რუსეთი ამჯერად მარტო იბრძვის - სსრკ- რესპუბლიკების გარეშე, უკრაინა კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, საერთოდაც მის წინააღმდეგ იბრძვის;

- ნატოს სამხედრო ალიანსი ვერ გახდება ჰიტლერის არმიის ტოლფასი, ამიტომ, სირიასა და ავღანეთში ბოლო კამპანიებში დამარცხების შემდეგ, დასავლეთმა გადაწყვიტა არმიად გამოეყენა უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომელიც კბილებამდე აღჭურვა და 40 ათასი დაქირავებულები გაუგზავნა. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება მათი მხრიდან, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები, მიუხედავად მისი სიჭრელისა, უფრო ძლიერია, ვიდრე ნატოს ყველა "დაუთოებული" არმია. ძლიაერია თალიბებისა და ისლამური სახელმწიფოს მსგავსად, რომლებიც, ავიაციისა და ჯავშანტექნიკის გარეშე, ასევე მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე ძლიერები იყვნენ. თალიბებმა გამოაძევეს აშშ ავღანეთიდან, ხოლო რუსეთს რომ არ გაენადგურებინა ისლამური სახელმწიფო, დღეს მსოფლიოს რუქა ცოტა სხვანაირი იქნებოდა.

მეტიც - უკრაინელების უპირატესობა თალიბანისა და ისლამურ სახელმწიფოსთან შედარებით არის ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიქმნა საბჭოთა არმიის ბაზაზე, ბევრი მისი მეთაური არის სამხედრო ასწავლებლებისა და აკადემიების კურსდამთავრებული, სევე მთელი უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა, აეროდრომებიდან, სამეთაურო პუნქტებიდან და ბომბსაფარებიდან დაწყებული, ასევე უნიკალური სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაც კაპიტალურად აშენდა სსრკ-ის მიერ, ისევე როგორც ატომური და თბური ელექტროსადგურები.

პუტინს, როგორც პრეზიდენტს, არ სურს მომხდარს მიანიჭოს ომის კვალიფიკაცია და ამას სპეცოპერაციას უძახის. მას არ სურს ისტორიაში შევიდეს სლავების, თუმდაც ნეონაცისტების წინააღმდეგ მეორე სლავების სამამულო ომის უმაღლეს მთავარსარდლად. პუტინს არ სურს სამხედრო კონფლიქტის არეალის მაქსიმალურ - სამამულო ომის დონემდე გაფართოება ("რუსეთ არ დაუწყია საომარი მოქმედებები უკრაინაში, ის მათ დასრულებას ცდილობს - ისინი იქ 2014 წლიდან მიმდინარეობს" - . პუტინი, VII აღმოსავლური ეკონომიკური ფორუმი. პუტინისთვის საკმარისია, რომ ევროპაში მრავალათასიანი მიტინგების შედეგად ევროპის მთავრობები გარდუვალად ეახლებიან რუსეთს მუხლის მოსაყრელად - პუტინი ელის მხოლოდ რუსულ ზამთარს, რომელმაც გაანადგურა ნაპოლეონისა და ჰიტლერის ჯარები („გაყინე, გაიყინე, მგლის კუდო - . პუტინმა მე-7 აღმოსავლურ ეკონომიკურ ფორუმზე შემთხვევით როდი გაიხსენა ზღაპარიმელასა და მგლის შესახებ“.) ხოლო თუ ეს არ არის სამამულო ომი, მაშასადამე არ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებასაჭირო! პუტინს ძალიან არ უნდა რუსეთის საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება და არავის აიძულებს ბრძოლას, კიევისგან განსხვავებით. ის მოქმედებპრინციპით - დაე, იბრძოლონ მათ, ვინც ამ მიწაზე უნდა ცხოვროს, ანუ დონბასის სახალხო ლაშქარმა, ასევე რუსულმა საკონტრაქტ სამხედროებმა, რომლებიც შეგნებულად მიდიან საომრად არა მარტო იდეის გამო (დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, რუსული სამყაროს დაცვა), არამედ ფულის სანაცვლოდაც, ომი ხომ ჩვეულებრივი სამხედრო პროფესიაა.

   რატომ დაიხიეს რუსებმა? ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ნუ გეშინიათ რუსები მოსვლის, გეშინოდეთ მათი წასვლის, - ვწერდი 2007 წელს, როცა საქართველო დატოვა რუსეთის სამხედრო ბაზების უკანასკნელმა ჯარისკაცმა. რუსეთ ერთ წელიწადში, 2008 წლის აგვისტოში არ დასჭირდებოდა საქართველოში დაბომბვა, თუ იქ ჯერ კიდევ იდგებოდნენ მისი სამხედრო ბაზები (თუნდაც ერთი - ბათუმის), რომლებიც ახლა დგანან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და იცავენ აფხაზებსა და ოსებს. იგივე ხდება ახლა უკრაინაშიც - გამორიცხული როდია, რომ რუსეთ გაჰყავს ჯარები და მოსახლეობა, რათა გამოიყენოს ამერიკული მეთოდი - დაიწყოს ტერიტორიების ხალიჩისებრი დაბომბვა. ჯერ წასვლა კიევის მიდამოებიდან, მერე წასვლა ნახევარკუნძულ ზმეინიდან, ეხლა წასვლა ხარკოვის ოლქიდან - ამ ყველაფერში უდაოდ რაღაცა ჩანაფიქრი დევს.

   რუსეთმა, რომლის მიმართაც გამოცხადებულია 11 ათასი სანქცია (!), ორი ასეული ათასი მებრძოლით ნახევარ წელიწადში გაათავისუფლა უკრაინის ტერიტორიის 25 პროცენტი და თუ ახლა, გადაჯგუფებისას, სარდლობამ შეცდომები დაუშვა, ომში ყველაფერი ხდება. ეს ხომ რუსეთის პირველი მასშტაბური ომია დიდი სამამულო ომის შემდეგ, პირველი ომი ახალი რუსული არმიისთვის, რომელიც სწავლობს ბრძოლას, ახდენს მოძველებული საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების ხელუხლებელი მარაგის უტილიზაციას, და ამავდროულად ცდის ახალი შეირაღაების მთელ სპექტრს.

და თუ ეს საიდუმლო ტაქტიკა, რომლის შესახებაც მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროშიც კი ცოტამ თუ იცის?! ოწინააღმდეგის მოტყუების მანევრი, რათა ხაფანგში შეიტყუოს ის? მოვლენების განვითარების ვარიანტი მრავალგვარია, მთავარია, რომ ნაციზმი, როგორც იდეოლოგია, მისი მატარებლებითურთ, უთუოდ განწირული რიან მარცხისთვის.

   გადავინაცვლოთ უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში და დასაწყისისთვის შევახსენებ მკითხველს სამ ფრაგმენტს ჩემი პუბლიკაციებიდან ამჟამინდელი სამხედრო მოქმედებების მიზეზების შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რითაც დასავლეთს სურს, მოახდინოს უკრაინის მხარეზე საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მეორე ფრონტის გახსნის წარუმატებელი მცდელობის კომპენსირება.  

   “მას შემდეგ, რაც საქართველო ვერ აიძულეს ეომა რუსეთთან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, ანგლოსაქსები გეგმავენ ახალი ომის პროვოცირებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში, სადაც მხარეებს რუსი სამშვიდობოები მიჯნავენ. გარდა ამისა, გიუმრიში უწინდებურად დისლოცირებულია რუსული სამხედრო ბაზა. მარტო უკრაინა, როგორც ჩანს, არ კმარა - აშშ- და დიდ ბრიტანეთს სჭირდება რუსეთთან ომები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, სადაც მეტ-ნაკლებად ამის წინაპირობები არსებობს. „ცერეუს“ (CIA) დირექტორის, ბერნსის თბილი დახვედრა, რომელიც ერევანში ანონსის გარეშე და რამდენიმე საათით ჩაფრინდა, ერთ რამეზე მოწმობს - აშშ-ის საელჩოს სომხეთში, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში, „ფარდას ხდიანდა აქცენტი ურჩი საქართველოდან ერევანზე გადადის, - საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის 2022 წლის 17 ივლისის პუბლიკაციიდან - „უკრაინა არ კმარა - ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიაში რუსეთთან ომი სჭირდება“.

   „ვაშინგტონთან შეთანხმებული (თუ არა მისი ინიციატივით) ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი ბაქოშიცერეუს“ (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის ერევანში ვიზიტიდან ორი დღის შემდეგ, ადასტურებს ჩემს გუშინდელ პროგნოზს - ანუ იმედგაცრუებული საქართველოსგან, რომელმაც უარი თქვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსი მესაზღვრეების ბაზაზე თავდასხმაზე, ორპირ დასავლეთს ყურადღების აქცენტი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გადააქვს. თუმცა საქართველოზედაფუფქულებმა“, რომელზეც ხისტმა წნეხმა მკვეთრად საპირისპირო შეუქცევადი შედეგი გამოიღო (ანტიპათია გამოიწვია ქართველ ხალხში ყველაფერ დასავლურთან მიმართებაში), სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ გამოიყენესთაფლაკვერისპოლიტიკა, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი მაიდანზე უკრაინელებს ურიგებდა და თან რუსების მოსაკლავად აგზავნიდა. ანუ, ზამთრის მოლოდინში მოცახცახე ევროკავშირი აზერბაიჯანს ევროპაში, რუსეთის გვერდის ავლით, ნახშირწყალბადების ორჯერ გაზრდილი მიწოდებით მიღებულიფანტასტიკური შემოსავლითაცდუნებს და აზერბაიჯანული მილსადენების გაფართოებასაც კი საკუთარ თავზე იღებს; ხოლო სომხეთს შეერთებულმა შტატებმა, სომხური დიასპორისსაპატივსაცემოდ“, სტატუს-კვოს შეცვლას დაჰპირდნენ, რომელიც ყარაბაღის ზავის შემდეგ სომხეთის სასარგებლოდ როდი დადგინდა, თითქოსდა რუსეთის ღალატის წყალობით, რომელმაც არ შეასრულა თავისი ვალდებულებებიოდეკაბეს“ (ОДКБ) ფარგლებში... მთიან ყარაბაღში მოხდება ახალი კონფლიქტის პროვოცირება, რომელშიც რუსეთი იქნება ჩათრეული, და იძულებული გახდება, უკვე ორ ფრონტზე იბრძოლოს (კონფლიქტის მხარეების გამყოფი რუსი მშვიდობისმყოფლები უმალ ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდებიან) - საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის 2022 წლის 19 ივლისის პუბლიკაციიდან - „რატომ ეწვია ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოს „ცერეუს“ დირექტორის ერევანში ვიზიტის კვალდაკვალ“.

   „10 დღის შემდეგ - 2022 წლის 30 ივლისს - ცეცხლი გახსნეს ქელბაჯარის რაიონში (ქელბაჯარის რაიონი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა 2020 წლის შემოდგომის ომის შემდეგ. მანამდე ეს ტერიტორია ეკუთვნოდა მთიანი ყარაბაღის შაუმიანისა და მართაკერტის რაიონებს), რომელშიც სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო უწყებები ტრადიციულად ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. სამხედრო მოქმედებები 3 აგვისტოს ლაჩინის მიმართულებით გაგრძელდა და ამჟამად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ დაძაბულია. რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას: აშშ და ნატო რომ უშუალოდ ჩართულიყვნენ უკრაინის ომში და არა მარტო იარაღით დახმარებოდნენ, რუსეთს უკიდურესად გაუჭირდებოდა და იძულებული იქნებოდა გამოეყენებინა ბირთვული იარაღი. ახლა კი, რუსეთი გაიმარჯვებს, თუ სპეცოპერაცია დამუხრუჭდება, ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიოში ახალი დაძაბულობის კერები წარმოიქმნება, რათა რუსეთის ყურადღება უკრაინიდან გადაიტანონ. დასავლეთი შეეცდება, ან გაამყაროს საკუთარი წარმატება, ან მოახდინოს უკრაინაში წარუმატებლობის კომპენსირება. ის შეეცდება ამის გაკეთებას ყველგან, სადაც რაიმე წინაპირობები, ანუ ტერიტორიული პრეტენზიები მაინც არსებობს - სერბეთსა და კოსოვოში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ყაზახეთში თუ ტაივანში, არ აქვს მნიშვნელობა - საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის 2022 წლის 5 აგვისტოს პუბლიკაციიდან - „არ გამოვიდა საქართველოში? ცდილობენ ყარაბაღში! ხიდირბეგიშვილის პროგნოზი გამართლდა - უკრაინაში გასამარჯვებლად დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში მეორე ანტირუსული ფრონტი სჭირდება“.

დღეს, როცა აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები განაახლა, შეიძლება იმის კონსტატაცია, რომ ჩემი პროგნოზი, სამწუხაროდ, სრულად გამართლდა. ის, რომ ესაა ერთი დასავლური გეგმის ნაწილი, მიუთითებს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანმა დაიწყო შეტევა თითქმის სინქრონულად უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშთან - ორი დღის ლოდინის შემდეგ, რაკიღა დარწმუნდა, რომ უკრაინა განამტკიცებდა თავის წარმატებას. ბაქოს ინტერესები ამჯერად დაემთხვა რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფი დასავლეთის კოალიციის ინტერესებს. იმის გათვალისწინებით, რომ ორი წლის წინ, 2020 წლის სექტემბერში, რუსეთი არ შეწინააღმდეგებია აზერბაიჯანს - საშუალება მისცა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გამარჯვებით დაესრულებინა, ბაქომ ისარგებლა იმით, რომ დღეს რუსეთი დაკავებულია უკრაინასთან და დასავლეთთან ომით, და, მაშასადამე - სომხეთის საქომაგოდ და მეორე ფრონტის გახსნის დაბალი ალბათობით. დიახ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა დაიწყოს ომი, ან უბრალოდ გააფუჭ ურთიერთობა აზერბაიჯანსა და თურქეთთან მისთვის ასეთ რთულ მომენტში. ბაქომ გადაწყვიტა ორი წლის წინ მიღწეული წარმატების განმტკიცება - ანუ ერევნის იძულება, ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის.

   ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და ყარაბაღის ომში წაგებული სტატუს კვოს დე იურე აღიარება პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია. ისევე, როგორც ოფიციალური თბილისისთვის, „ეშაფოტის“ ტოლფასია სოხუმსა და ცხინვალთან მათ წინააღმდეგ საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რაც მათი დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია. სომხეთისთვის სამხედრო მხარდაჭერით რუსეთი კონფლიქტს მიიღებს თურქეთთან, რომელიც აზერბაიჯანის მხარეზეა. წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთ, სადაც ანტირუსული განწყობები სუფევს არა მხოლოდ ოპოზიციაში, საქართველოს მსგავსად; სომხეთს, რომელსაც ჰყავს ძლიერი დიასპორა საფრანგეთში, ავსტრალიაში და აშშ-ში, შეუძლია ევროატლანტიკურ კურსზე დადგეს, როგორც მეზობელი საქართველო.

P.S.

პუტინს ძალიან არ უნდა ბირთვული იარაღის გამოყენება, თუმცა მას შემდეგ, რაც გუშინ აშშ-მა და ევროკავშირმა უკვე ღიად განაცხადეს, რომ ისინი იბრძვიან და კვლავაც შეებრძოლებიან რუსეთს და მიაწოდებენ უკრაინას მძიმე შეიარაღებას, ვფიქრობ, რომ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 13 სექტემბერი
საქართველო, თბილისი