პუბლიკაციები
„ნუ გეშინიათ რუსების მოსვლის, გეშინოდეთ მათი წასვლის“: არნო ხიდირბეგიშვილი - უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ

   რატომ არ აკეთებთ კომენტარს უკრაინაში მომხდარის მიზეზებზე - უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულ კონტრშეტევაზე? - მკითხველების თხოვნით ვკითხეთ ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოსაქინფორმი“ მთავარ რედაქტორს და გენერალურ დირექტორს, პოლოტოლგს, პუბლიცისტსა და ჟურნალისტს არნო ხიდირბეგიშვილს.

არნო ხიდირბეგიშვილი: საქინფორმი არ თვლის საჭიროდ ყოველდღიური კომენტარის გაკეთებას საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, მაგრამ, იყოს ნება თქვენი, გიპასუხებთ, რათა დავაკმაყოფილო ზოგიერთის ცნობისმოყვარეობა და ზოგიერთის - ღვარძლიანობა.

უკრაინაში ახალი სამამულო ომი მიმდინარეობს, რადგან დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ხელმძღვანელობა ისტორიულად დროდადრო ცდილობს რუსეთის ლიკვიდაციას და მისი სიმდიდრის დანაწილებას. ამ მცდელობებს შორის შუალედში ატარებენ „წვრთნებს“ – ომობენ ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, სირიაში, ავღანეთში, ერაყში და ა.შ. ესენია ეგრეთ წოდებული ნატოს ოპერაციები, რომლებშიც ისინი ავარჯიშებენ თავის შეიარაღებულ ძალებს რუსეთზე ნაკლებად ძლიერ მოწინააღმდეგეებზე. მაგრამ რაკიღა დღეს ისინი საუკეთესო ფორმაში როდი არიან („ხელი არ მიუწვდებათ... არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს რამე მოახვიონ თავზე“ - ვ. პუტინი, აღმოსავლეთის VII ეკონომიკური ფორუმი „მრავალპოლარული სამყაროსკენ მიმავალ გზაზე“, ვლადივოსტოკი, 5-8 სექტემბერი), ამჟამინდელ სამამულო ომს აქვს რამდენიმე განმასხვავებელი ნიშანი 1941-45 წლების დიდი სამამულო ომისგან:

- დღეს ნაცისტების მხარეს იბრძვის მთელი დასავლეთი აშშ-სთან ერთად, ანუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და უკრაინა, ამიტომ ანტიფაშისტური კოალიციის შექმნა და მეორე ფრონტის გახსნა მოსალოდნელი რ არის;

- რუსეთი ამჯერად მარტო იბრძვის - სსრკ-რესპუბლიკების გარეშე, უკრაინა კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, საერთოდაც მის წინააღმდეგ იბრძვის;

- ნატოს სამხედრო ალიანსი ვერ გახდება ჰიტლერის არმიის ტოლფასი, ამიტომ, სირიასა და ავღანეთში ბოლო კამპანიებში დამარცხების შემდეგ, დასავლეთმა გადაწყვიტა არმიად გამოიყენოს უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომელიც კბილებამდე აღჭურვა და დაქირავებულებიგაუგზავნა. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება მათი მხრიდან, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები, მიუხედავად მისი სიჭრელისა, უფრო ძლიერია, ვიდრე ნატოს ყველა "დაუთოებული" არმია. თალიბებისა და ისლამური სახელმწიფოს მსგავსად, რომლებიც, ავიაციისა და ჯავშანტექნიკის გარეშე, ასევე მთელ ჩრდილო ატლანტიკურ ბლოკზე ძლიერები იყვნენ. თალიბებმა გამოაძევეს აშშ ავღანეთიდან, ხოლო რუსეთს რომ არ გაენადგურებინა ისლამური სახელმწიფო, დღეს მსოფლიოში სხვა სურათი იქნებოდა.

   უკრაინელების უპირატესობა ავღანელებსა და ისლამურ სახელმწიფოსთან შედარებით არის ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიქმნა საბჭოთა არმიის ბაზაზე, ბევრი მისი მეთაური არის სამხედრო სასწავლებლებისა და აკადემიების კურსდამთავრებული, ასევე მთელი უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა, აეროდრომებიდან, სამეთაურო პუნქტებიდან და ბომბსაფარებიდან დაწყებული, ასევე უნიკალური სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაც კაპიტალურად აშენდა სსრკ-ის მიერ, ისევე როგორც ატომური და თბური ელექტროსადგურები.

   პუტინს, როგორც პრეზიდენტს, არ სურს მომხდარს მიანიჭოს ომის კვალიფიკაცია. მას არ სურს ისტორიაში შევიდეს სლავების, თუმდაც ნეონაცისტების წინააღმდეგ მეორე სლავების დიდი სამამულო ომის უმაღლეს მთავარსარდლად. პუტინს არ სურს სამხედრო კონფლიქტის არეალის მაქსიმალურ - სამამულო ომის დონემდე გაფართოება ("რუსეთ არ დაუწყია საომარი მოქმედებები უკრაინაში, ის მათ დასრულებას ცდილობს - ისინი იქ 2014 წლიდან მიმდინარეობს" - ვ. პუტინი, VII აღმოსავლური ეკონომიკური ფორუმი „მულტიპოლარული სამყაროსკენ მიმავალ გზაზე“, ვლადივოსტოკი, 5-8 სექტემბერი). პუტინისთვის საკმარისია, რომ ევროპაში მრავალათასიანი მიტინგების შედეგად ევროპის მთავრობები გარდუვალად ეახლებიან რუსეთს მუხლის მოსაყრელად - პუტინი ელის მხოლოდ რუსულ ზამთარს, რომელმაც გაანადგურა ნაპოლეონისა და ჰიტლერის ჯარები („გაყინე, გაიყინე, მგლის კუდო“ - ვ. პუტინმა მე-7 აღმოსავლურ ეკონომიკურ ფორუმზე შემთხვევით როდი გაიხსენა ზღაპარი „მელასა და მგლის შესახებ“.) ხოლო თუ ეს არ არის სამამულო ომი, მაშასადამე არსაყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებასაჭირო. პუტინს ძალიან არ უნდა რუსეთის საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება და არავის აიძულებს ბრძოლას, კიევისგან განსხვავებით.. ის მოქმედებპრინციპით - დაე, იბრძოლონ მათ, ვინც ამ მიწაზე უნდა ცხოვროს, ანუ დონბასის სახალხო ლაშქარმა, ასევე რუსულმა საკონტრაქტსამხედროებმა, რომლებიც შეგნებულად მიდიან საომრად არა მარტო იდეის (დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, რუსული სამყაროს დაცვა), არამედ ფულის სანაცვლოდაც დგებიან სამხედრო სამსახურში, ომი ხომ მათი სამხედრო პროფესიაა.

   რატომ დაიხიეს რუსებმა? ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ნუ გეშინიათ რუსებიმოსვლის, გეშინოდეთ მათი წასვლის“, - ვწერდი 2007 წელს, როცა საქართველო დატოვა რუსული სამხედრო ბაზების უკანასკნელმა ჯარისკაცმა. რუსეთს ერთ წელიწადში, 2008 წლის აგვისტოში არ დასჭირდებოდა საქართველოში შესვლა, თუ იქ ჯერ კიდევ იდგებოდნენ რუსული სამხედრო ბაზები (ვაზიანში, ახალქალაქში, ბათუმში და სხვ.), რომლებიც ახლა დგანან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და იცავენ აფხაზებსა და ოსებს. იგივე ხდება ახლა უკრაინაშიც - გამორიცხული როდია, რომ რუსეთგაჰყავს ჯარები და მოსახლეობა, რათა გამოიყენოს ამერიკული მეთოდი - დაიწყოს ტერიტორიების ხალიჩისებრი დაბომბვა.

   რუსეთმა, რომლის მიმართაც გამოცხადებულია 11 ათასი სანქცია (!), ორი ასეული ათასი მებრძოლით ნახევარ წელიწადში გაათავისუფლა უკრაინის ტერიტორიის 25 პროცენტი და თუ ახლა, გადაჯგუფებისას, სარდლობამ შეცდომები დაუშვა, ომში ყველაფერი ხდება. ეს ხომ რუსეთის პირველი მასშტაბური ომია დიდი სამამულო ომის შემდეგ, პირველი ომი ახალი რუსული არმიისთვის, რომელიც სწავლობს ბრძოლას, ახდენს მოძველებული საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების ხელუხლებელი მარაგის უტილიზაციას, და ამავდროულად ცდის ახალი შეირაღაების მთელ სპექტრს.

   და თუ ეს საიდუმლო ტაქტიკაა, რომლის შესახებაც მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროშიც კი ცოტამ თუ იცის?! ოწინააღმდეგის მოტყუების მანევრი, რათა ხაფანგში შეიტყუოს ის? მოვლენების განვითარების ვარიანტი მრავალგვარია, მთავარია, რომ ნაციზმი, როგორც იდეოლოგია, მისი მატარებლებითურთ, უთუოდ განწირული რიან მარცხისთვის.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 13 სექტემბერი
საქართველო, თბილისი