სამართალი
აშშ-ის საელჩო საქართველოში კომფორტის ზონიდან გამოვიდა

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობდნენ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ აფასებენ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას.

„აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“, – განუცხადეს მედიას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა.