აქტუალური
როგორც საქინფორმს „თეთრების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, გრძელდება „სახალო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრების შეხვედრები კრების რეგიონულ კომიტეტებთან.
დღეს, 11 ივნისს, თემურ შაშიაშვილი და ელიზბარ ჯაველიძე ფოთს ეწვევიან და შეხვდებიან „სახალხო კრების“ ფოთის რეგიონული კომიტეტის წევრებს.ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე – აღმასრულებელი საბჭოს წევრები ამჯერად ფოთის რეგიონული კომიტეტის წევრებთან ერთად განიხილავენ დაწყებული ბრძოლის ბოლომდე მიყვანის კონკრეტულ წინადადებებს.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს თემურ შაშიაშვილი და ელიზბარ ჯაველიძე აჭარას სტუმრობდნენ, სადაც შეხვდნენ „სახალხო კრების“ აჭარის, ბათუმისა და ქობულეთის რეგიონული კომიტეტების წევრებს, მოინახულეს დაპატიმრებულთა ოჯახები, ადვოკატებთან ერთად დაინტერესდნენ პატიმართა მდგომარეობით.