საზოგადოება
საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს ბოდიში ვიოლა ფონ კრამონს, ამბობს ევროპული პარლამენტის წევრი, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი.
„ენა და ბრალდებები, რომელთაც კობახიძე იყენებს სრულიად შეუსაბამოა ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და ზიანს აყენებს ოცნების მცდელობებს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის“, - წერს კუბილიუსი ტვიტერზე.
ევროპული პარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა 8 სექტემბერს თქვა, რომ ნიკა გვარამიასთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ პასუხი არ დაუბრუნა.
ამის კომენტირებისას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კრამონი „არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან“.
წყარო: რადიო თავისუფლება