აქტუალური
დასავლეთი ფასების ზრდის ფონზე, მომავალი ზამთრის წინ პანიკაშია - ერდოღანი

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები, ფასების ზრდის ფონზე, მომავალი ზამთრის წინ პანიკაში არიან.

„არის ენერგეტიკული კრიზისის თემა, ფასები მატულობს, ახლა დასავლეთი პანიკაშია, როგორ გაატარებს ზამთარს, პანიკაშია რას გააკეთებს. იმედი მაქვს, გონივრული ნაბიჯებით გადავურჩებით ამ გამოწვევებს“, - განაცხადა ერდოღანმა.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომლის დაუფასებლობაც შეიძლება. მან გაიხსენა, რომ ენერგორესურსების ფასები მას შემდეგ აიწია, რაც მოსკოვმა შეწყვიტა მიწოდება, მაგრამ ამაზე წინასწარ არც ერთი დასავლური ქვეყანა არ ფიქრობდა, ახლა კი „ყველა ფიქრობს“.