აქტუალური
საარსებო მინიმუმი და რეალური შიმშილობა

SimSilobaსაქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 144,5 ლარია, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 273,7 ლარი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს ღარიბი ქვეყნებისთვის დადგენილი მეთოდოლოგიით ითვლის. „განვითარებულ ქვეყნებში საარსებო მინიმუმს კილოკალორიების მიხედვით არ ითვლიან. იქ სხვა კრიტერიუმებია და ამ კრიტერიუმებს მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე და შეხედულებები განსაზღვრავს. ჩვენ შემთხვევაში, საარსებო მინიმუმი გათვლილია იმაზე, რომ ადამიანმა მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეძლოს“, – განმარტავს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავა.

რამდენადაა რეკომენდაციებით განსაზღვრული თანხა საკმარისი რეალური არსებობისთვის, ეს სხვა საქმეა. ახლა აქტუალური ის უფროა, როგორმე დღიური ლუკმაპური იშოვოს ადამიანმა. დღეს ქვეყანაში სიღატაკის უკიდურესად დაბალი დონეა (განსხვავებით სიღატაკის ზღვარსმიღმა არსებულ ოჯახთა ოფიციალური მონაცემთა ბაზისგან). თუმცა აღარავის უკვირს, ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანების სანაგვე ყუთებში ქექვა.

მეტად შემზარავია, როცა საქმე გვაქვს მოზარდთან. მას სწორედ კილოკალორიებით გათვლილი არათუ მონაცემები სჭირდება, არამედ შესაძლებლობაც, შეიძინოს ასეთი პროდუქტი.

P.S. საქინფორმი ორიოდ დღის წინ ასეთ ფაქტს წააწყდა. „ღამით მომუშავე“ ყმაწვილებს ვინაობა არ გაუმხელიათ, თუმცა არ დაუმალავთ, რომ შიოდათ და ნაგავში ბოთლებს ეძებდნენ, რომ ჩაებარებინათ და ორიოდ თეთრი ეშოვათ.