აქტუალური
„მწვანე ყუთი“ სკოლებში

mcvaneპროექტის – „შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე!“ – ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, გამოაცხადა კონკურსი – „მწვანე სკოლები“.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და საქართველოში გაეროს ელჩის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ეწვივნენ, სადაც „მწვანე სკოლების“ კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა და სკოლას საჩუქრად „მწვანე ყუთი“ გადასცეს.

კონკურსი მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში მაკულატურის შეგროვების მიზნით „მწვანე ყუთების“ განთავსებას, ასევე, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, 1 წლის შემდეგ, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, ყველაზე „მწვანე“ სკოლის გამოვლენას.

„მწვანე ყუთის“ მიზანია მოსახლეობაში მაკულატურის შეგროვება-გადამუშავების კულტურის დამკვიდრება და ქაღალდის პარკების გამოყენების პოპულარიზაცია.