სამართალი
კონტროლის პალატის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, რომელიც მთავარმა მაკონტროლებელმა ორგანომ პარლამენტს წარუდგინდა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ფინანსური დარღვევები გამოვლინდა.
საავადმყოფომ 2008-2009 წლებში ბავშვთა სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამის სააგენტოსგან“ 37,9 ათასი ლარი არასწორად მოითხოვა. ასევე, ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ფარგლებში, ნაცვლად 38,4 ათასი ლარისა, რომელიც შესრულებული სამუშაოს ღირებულებას წარმოადგენს, საავადმყოფომ სააგენტოსგან 99,0 ათასი ლარი მიიღო.ამას გარდა, კონტროლის პალატა ხაზს უსვამს, რომ რიგ შემთხვევებში საჯარო და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების დარღვევის გამო, არ ხდებოდა პირგასამტეხლოს დარიცხვა.
სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოს შერჩევითი საკონტროლო აზომვების შედეგად კი გამოვლინდა ზედმეტად ნაჩვენები შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულება.