პოლიტიკა
პუტინმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საქართველოსა და მოლდოვაში რუსულენოვანთა უფლებების გათვალისწინების კონცეფცია დაამტკიცა

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა, რომელშიც ერთი პუნქტი საქართველოს ეხება.

კონცეფციის თანახმად, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განვითარებისას გათვალისწინებული იქნება რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხები.

დოკუმენტის მიხედვით, პრიორიტეტულ დავალებად რჩება კულტურის, მეცნიერების, განათლების, ახალგაზრდობის პოლიტიკის, სპორტის, ტურიზმის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება პოსტსაბჭოთა სივრცეში: დსთ-ს წევრებთან, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რომლებიც კონცეფციაში რესპუბლიკებად არის მოხსენიებული, ასევე დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან.