უცხოეთი
საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არ უნდა აღიარონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თეთრ სახლში, ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა რუსეთი აღიარებული ტერორიზმის სპონსორად, ჯო ბაიდენმა უპასუხა : „არა“.
ამერიკელი სენატორების ნაწილს, მათ შორის „რესპუბლიკელ“ ლინდსი გრემმსა და „დემოკრატ“ რიჩარდ ბლუმენტალს სურთ მიიღონ კანონი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ და ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ ინიციატივას აშშ-ის სენატში თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება. ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად აშშ–ის მიერ აღიარებულია კუბა, ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა.
interpressnews.ge