საზოგადოება
ნინო ბურჯანაძე: „ფორუმი“ და „ლეიბორისტები“ რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ, სააკაშვილის ხელისუფლება დღეს აღარ იქნებოდა“

aqcia_26maisiროგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, იგი „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძეს „26 მაისს ღამით გამოჩენილი თანადგომისთვის პიროვნულად მადლობას უხდის, თუმცა ეს არ არის პოლიტიკური მადლობა“.

„გუბაზ სანიკიძე ხალხს ნამდვილად უყვარს, ისევე, როგორც „ფორუმის“ სხვა ლიდერები. მათ რომ „სახალხო კრება“ გამოგონილი მიზეზებით არ დაეტოვებინათ, ისევე, როგორც „ლეიბორისტებს“, რომლებიც ახლა მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ, დღეს ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში არ იქნებოდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ „ეს პოლიტიკური ძალები 26 მაისის აქციაზე რომ მისულიყვნენ, ხელისუფლება დარბევას ვერ გაბედავდა“.