საზოგადოება
ბურჯანაძის შეფასებით, „გიგი უგულავა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქულებს აგროვებს“

burj„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა: „ტყუილია, თითქოს სპეცრაზმელების მხრიდან ძალის გადამეტებას იმიტომ ჰქონდა ადგილი, რომ ისინი პოლიციელის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გააღიზიანა“.

„დარბევა, მაქსიმუმ, 10 წუთს გრძელდებოდა და როგორ მოესწრო ამ დროში  ამ ინფორმაციის გავრცელება, სპეცრაზმელების აღშფოთება და შინაგან საქმეთა მინისტრის ჩარევა?! ეს ბინძური ტყუილია, როგორსაც გიგი უგულავა მიჩვეულია. უგულავა ცდილობს, ერთი მხრივ, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქულები ჩაიწეროს და აცხადებს, რომ ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, მეორე მხრივ კი, არ უნდა, ოპერაციის დამკვეთებთან ურთიერთობა გაიფუჭოს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.