უცხოეთი
საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის კონგრესისგან 11,7 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გადაუდებელი დაფინანსების მოთხოვნას აპირებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ამერიკული მედიის ცნობით, გადაუდებელი დაფინანსების მოთხოვნა ასევე 2 მილიარდ დოლარს მოიცავს, რომელიც აშშ-ს ენერგომომარაგების საკითხის მოგვარებას მოხმარდება, რომელზეც გავლენა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ იქონია.
interpressnews.ge