აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9002 ლარი გახდა

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9002 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.9045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8935 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9126 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0191 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.