აქტუალური
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში იციან, რომ ოლიგარქები თავიანთ რიგებში ჰყავთ

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. უნდათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშაონ, რომელიც არ ეხება რეალურ ოლიგარქებს, რაშიც ვერ შევყვებით, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებენ თუ არა დეოლიგარქიზაციის პუნქტთან დაკავშირებით ოპოზიციის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ ოლიგარქები თავიანთ რიგებში თავად ჰყავთ.

თუ გადმოვიღებთ უკრაინულ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ოლიგარქები არიან ოპოზიციის და არა „ქართული ოცნების“ მხარეს. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობს ოპოზიციას, მათ იციან, რომ თავად ჰყავთ ოლიგარქები თავიანთ რიგებში. უნდათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშაონ, რომელიც არ ეხება რეალურ ოლიგარქებს, რაშიც ვერ შევყვებით. უკრაინული კანონი არის ყოველგვარი კონტექსტისგან დამოუკიდებლად გაწერილი, ჩვენ საბაზისოდ ავიღებთ ამ დოკუმენტს და გავაგრძელებთ მსჯელობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.