აქტუალური
საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. კახა იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ კახა იმნაძე „ტვიტერზე“ წერს.
„ვტოვებ ნიუ იორკს, ამაყი ვარ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე საქართველოსა და გაერო-ს ურთიერთობაში. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მემკვიდრეს დავით ბაქრაძეს.
მოუთმენლად ველოდები ჩემს მომავალ საქმიანობას ოტავაში, რომელიც იქნება ჩემი ძვირფასი მეგობრის, ელჩ ქავთარაძის დაწყებული საქმიანობის გაგრძელება საქართველო-კანადის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის“, – წერს კახა იმნაძე.
კახა იმნაძე გაერო-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.