პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროპეიზაციის მიმართულებით მიღწევები საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმაურება.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვინაიდან გააკეთა მოწოდება ევროკავშირის გაფართოებისკენ, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და ეკონომიკურ ბლოკში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას.