რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსები ებრძვიან ნაციზმს და არა უკრაინელებს!

   ბატონო არნო, როგორ ახსნით იმ დიდ ზარალს, რასაც რუსული არმიის მიერ უკვე აღებული ქალაქები უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო თავდასხმების შედეგად განიცდიან? საიდან აქვს კიევს ასეთი ძალები კონტრშეტევების მოსაწყობად ნახევარწლიანი ომის შემდეგ? რატომ უწევს ბრძოლჯერ კიდევ დონბასში რუსეთის არმიას, თუ ის ასეთი ძლიერია, და არ მიიწევს კიევისკენ? ნუთუ შეუძლებელია უკრაინელების განდევნა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან შორს, რათა მათმა რაკეტებმა მიზანს არ მიაღწიონ? - მეკითხებიან თბილისელები და ერთმნიშვნელოვნად ვერ ვპასუხობ, რადგანაც მომხდარს აქვს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები.

   დავიწყებ უმარტივესი და უბრალო ქართველებისთვის გასაგები ტექნიკური საკითხებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე „ქართული ლეგიონისა“ და „აზოვის“ მსგავს უცხოურ ფორმაში გამოწყობილ ვაი-ბოევიკებში კი არა, არამედ საოფიცერო კადრებშია, რომლებმაც სამხედრო აკადემიური განათლება საბჭოთა არმიაში და სასწავლებლებში მიიღეს. და რა იყო პრიორიტეტული საბჭოთა არმიაში ჯერ კიდევ დიდი სამამულო ომის შემდეგ? სწორია, არტილერია! ამიტომ, გამოცდილ არტილერისტებს, რომლებსაც სსრკ-დსთ-ს დროიდან შემორჩენილი რაკეტებისა და ჭურვების უზარმაზარი რაოდენობა აქვთ და დასავლეთის მიერ მოწოდებული ორჯერ მეტი თანამედროვე, ნამდვილად შეუძლიათ დიდი ზიანი მიაყენონ ქალაქებსა და ობიექტებს. ზოგადად, ომის ყოველი დღე გვარწმუნებს, რომ უკრაინა ბოლო წლებში სერიოზულად ემზადებოდა რუსეთთან ომისთვის, რადგან ტექნიკისა და შეიარაღების უზარმაზარი დანაკარგების მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრძოლას აგრძელებენ.

თუმცა რაც შეეხება სახმელეთო ოპერაციებს, ავიაციას, ჯავშანტექნიკასა და შეიარაღებული ძალების სხვა ძალებს, მათი მოქმედებების ტაქტიკას, რომელმაც კარდინალური ცვლილებები განიცადა საბჭოთა პერიოდის შემდეგ, აქ უკრაინის „ჭრელი“ არმია სათანადოდ არ არის გაწვრთნილი და ინსტრუქტორებისა და დაქირავებულთა ვერანაირი ჯგუფები, მით უმეტეს მოკლე დროში, აქ ვითარებას ვერ შეცვლიან. ამიტომ, მაგალითად, ხარკოვის მიმართულებით შეტევა გამაყრუებელი საარტილერიო მომზადების შემდეგ ჩაფლავდა და აღარ გაგრძელებულა. მაგრამ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფულს აძლევს და იარაღით ამარაგებს არა თავდაცვისა და უკან დახევისთვის, არამედ შეტევისა და გარღვევისთვის, ხოლო იერიშისთვის უკრაინელების ადამიანური დანაკარგები მხედველობაში არ მიიღება - დასავლელებისთვის ეს არის ყველაზე იაფი ანტირუსული მასა მსოფლიოში, რომელშიც რუსეთი კისრამდე უნდა ჩაეფლოს, რათა აშშ მსოფლიოში უფრო თავისუფლად (ერთპოლარულად) იმოქმედოს, კერძოდ - ჩინეთის წინააღმდეგ.

   ახლა - სუბიექტურ მიზეზებზე. საქმე ისაა, რომ რუსები ბოლომდე ჯერ არ გაბრაზებულან. რუსისთვის ძნელი გასაგებია, რომ უახლოესი ერი, რომელსაც საკუთარისგან არ გამოარჩევდა, დღეს მისთვის ნომერ პირველი მტერია. უჭირს შეეგუოს იმ აზრს, რომ უკრაინა და უკრაინელები, რომლებიც სსრკ-ს არსებობის 70 წლის განმავლობაში მოიხსენიებოდნენ რუსეთის ფედერაციის და რუსების შემდეგ, რომელთა დროშა და გერბი პირველი იყო საბჭოთა კავშირის დროშისა და გერბის შემდეგ ყველა პლაკატზე, სურათზე და სახელმძღვანელოებში, დღეს უნდა განადგურდეს. უკრაინელები, რომლებთან ერთადაც მხარდამხარ იბრძოდნენ დიდ სამამულო ომში! გახსოვთ დუგინის სიტყვები მისი ქალიშვილის დაკრძალვაზე, რომ შურისძიების წყურვილი არ აქვს და მხოლოდ გამარჯვება სურს? ეს არის ნამდვილი რუსის არსი, რომელიც უკრაინაში ნაციზმს, და არა უკრაინელებს ებრძვის, ათავისუფლებს ჩაგრულებს ბანდერელი პოლიცაებისგან, სადისტი ჯალათებისგან, რომლებმაც შეურაცხყვეს ჩვენი მშობლების ხსოვნა! ვინც გამათავისუფლებელთა ძეგლები შერყვნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძეგლბი უკრაინელი გმირების ძეგლებიც იყო. გმირი ქალაქები კიევი, ოდესა, სევასტოპოლი - ეს ჩვენი საერთო ისტორიაა, დღემდე პოულობენ ქერჩის ნახევარკუნძულის დაცვის დროს დაღუპული ქართველების ნეშტებს… ხოლო უკრაინელი ნეონაცისტები ებრძვიან რუსებს, ანადგურებენ მოსკალებს და ამით განსხვავდებიან რუსი ჯარისკაცისგან. რუსებთან ერთად მათი მტერია ყველა, ვინც რუსული არმიის მხარეს იბრძვის - ჩეჩნები, სომხები, ბელარუსები და მრავალი სხვა, ანუ ყოფილი სსრკ-ის თითქმის ყველა ერი. ამიტომაც სურთ ააფეთქონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მრავალი უდანაშაულო ადამიანი რადიაციით დახოცონ!

   ხოლო როცა რუსები მართლა გაბრაზდებიან, როცა მიხვდებიან, რომ უკრნაცისტები გერმანელ ფაშისტებს არ ჩამოუვარდებიან, ისინი გააფთრებით იმოქმედებენ მათ გასანადგურებლად და ვაი მათ, ვინც მაშინ რუს ჯარისკაცს გაუდგება გზაზე, იქნება ეს უკრაინელი, ამერიკელი თუ ევროპელი! მტრებს ანადგურდებიან და არა საშუალებას აძლევენ, გაყიდოს მილიონ-ნახევარი ტონა მარცვლეული, რათა უკრაინული წარმოშობის მტრებმა მონაგები ფულით იყიდონ იარაღი და დახოცონ რუსები, დახოცონ ბავშვები და გოგონები, როგორც დარია; მაშინ როცა სხვა მტრები, დასავლეთში, შიმშილით არ დაიხოცონ და უკრაინული პურით გამოძღობის შემდეგ, სასიკვდილო იარაღი დაამზადონ უკრაინელი ნაცისტებისთვის გასაგზავნად!

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 30 აგვისტო
საქართველო, თბილისი