საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტურად მართა ეს კრიზისი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას, ვინც ამ მძიმე გამოწვევების პროცესში იყო ჩართული.
„მინდა შევეხო ხანძრების საკითხს. ჩვენ ყველანი ვართ ძალიან შეწუხებულები. ბოლო 10 დღეა ვებრძვით აქტიურად ხანძარს. პრაქტიკულად, ყველა რეგიონში იყო ხანძარი. ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტურად მართა ეს კრიზისი. მოგეხსენებათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, ჩართული იყო თავდაცვის ძალები. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარს, ჩვენს პოლიციას, ჩვენს საამაყო სამაშველო სამსახურს, სატყეო სააგენტოს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ყველას, ვინც ამ მძიმე გამოწვევების პროცესში იყო ჩართული. ხანძარი თავიდან გავრცელდა ბორჯომში, შემდეგ უკვე გავრცელდა სხვადასხვა რაიონებზე და სოფლებზე, მაგრამ თითქმის ყველგან პრაქტიკულად ლოკალიზებულია, ლიკვიდირებულია ხანძარი“, - განაცხადა პრემიერმა.