პუბლიკაციები
საქინფორმის მთავარი რედაქტორის ა.ხიდირბეგიშბილის ვერსია - დივერსია ბორჯომის ხეობაში - მართლდება?

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. 21 აგვისტოს პუბლიკაციაში „უკრაინაში მოსკოვმა არ უნდა გაიმეოროს 2008 წლის აგვისტოს შეცდომა!“, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, კერძოდ, აღნიშნავს: „ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი დივერსიაა, ცეცხლის წაკიდეს, რომ რუსი ტურისტები იქ არ ჩავიდნენ“.

   გავიდა 10 დღე, რა დროსაც მოულოდნელად ხანძრის კერები გაჩნდა საქართველოს სხვა კუთხეებში, თბილისის გარეუბანშიც კი, რამაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე საფუძველი მისცა, დაევალებინა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურისთვის, გამოეძია ამ ხანძრების გაჩენის ყველა ვერსია, მათ შორის - დივერსია. პრემიერმა არ გამორიცხა, რომ ცეცხლის წაკიდება დესტრუქციული ძალების ნამოქმედარია, რაც სააკაშვილის მიერ ნასაზრდოები რადიკალური ოპოზიციის მოქმედების სტილია. მართალია, ღარიბაშვილს არ უხსენებია რუსი ტურისტები - მას ლოგიკურად მიაჩნია, რომ ეს არის ექს-მმართველი პარტიისა და მასთან აფილირებული ძალების მორიგი მცდელობა, გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ქართულ საზოგადოებაში.

   საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა პრემიერ კვირიკაშვილის დროს ასევე დაადანაშაულა სააკაშვილის ოპოზიცია ბორჯომის ხეობაში უფრო მასშტაბური ხანძრის გაჩენაში. მაშინ მან შსს-ს სთხოვა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და პასუხი გაეცა კითხვაზე - ეკუთვნოდა თუ არა ტყეში ნაპოვნ კანისტრაზე თითის ანაბეჭდები ცნობილ მსახიობ დავით ქაცარავას (რუსულ სერიალებში გადაღებებისგან თავისუფალ დროს - საქართველოს პატრიოტს), რომელიც იქ შენიშნეს და დაკითხეს კიდეც. რას აკეთებდა ქაცარავა ბორჯომის ხეობაში - თავისი დისლოკაციის, ანუ შარვლის ჩახდის ადგილიდან საკმაოდ შორს?