აქტუალური
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ არ აქვს საქართველოს გრძელვადიანი პოლიტიკა

   არა მარტო რუსეთში, არამედ საქართველოშიც ბევრს არ ესმის საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, რომელიც განუყოფლად არის დაკავშირებული საშინაო პოლიტიკასთან, კერძოდ, ეკონომიკასთან. ვინ, რომელი ქვეყნები არიან საქართველოს მოკავშირეები? რატომ არ ეზღუდება უფლებები დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც პრაქტიკულად უცხოეთის აგენტია? რომელ ქვეყნებზეა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა და, შესაბამისად, ვისზე უნდა იყოს ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა? საქართველოს მოქალაქეებს არცერთ ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ მიუღიათ, ამიტომაც დაიბნენ და მარჩიელობენ.

   მაგალითისათვის: ერთი მხრივ, პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა, რომლებმაც უმრავლესობის რიგები დატოვეს, დაადანაშაულა აშშ-ის ელჩი და აშშ-ის საელჩო უმძიმეს დანაშაულებში - საკმარისია დავასახელოთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ხმების გადათვლის გაყალბება საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მიზნით, ასევე საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობა - "მეორე ქართული ფრონტის" გახსნა "პირველი უკრაინულის" კვალდაკვალ. ამავდროულად, საქართველო გაეროს იმ 50 წევრ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ანტირუსულ განცხადებას და ასევე მეექვსედ ემზადება ნატოს მრავალეროვნული წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ მასპინძლობისთვის. მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში საქართველო მასპინძლობდა რუს ვიზიტორებსა და ტურისტებს, რომელთაგან ზოგიერთმა აქ საკუთარი ბიზნესი დაარეგისტრირა, მაგრამ ახლახან ქართველმა მესაზღვრეებმა შეწყვიტეს თურქეთიდან რუსეთის მოქალაქეების - ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მცხოვრებლების, ასევე ყირიმის რესპუბლიკის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეების შემოშვება, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ. ამ ფონზე სამაგალითოა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადება იმის შესახებ, რომ აუცილებელია მომდევნო 5 წელიწადში რუსეთის წილის 40%-მდე შემცირება ქართული ღვინის ექსპორტში, რომელიც ახლა თითქმის 60%-ს შეადგენს, ვითომდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში მიწოდების გაზრდის მიზნით.

   მოქალაქეებს აინტერესებთ: რადგან ყველა მხილების შემდეგ, რომელთაგან ვერც ერთდასაბუთებულად ვერ უარყო აშშ-ელჩმა, ვაშინგტონმა ის არ გაიწვია, ოგორც ამას დიპლომატიური პრაქტიკა ითვალისწინებს გაცილებით უმნიშვნელო ჩავარდნეგამოც, განა ეს არ მიუთითებს საქართველოს მიმართ ამერიკელი "უზერენის" და არა მეგობარი - პარტნიორიარაკეთილგანწყობილ პოლიტიკაზე?

   მოქალაქეებუკვირთ - მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველომ უპრეცედენტო დახმარება გაუწია უკრაინელებს, რომლებსაუკვე უგამოცდოდ იღებენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, უკრაინა დარჩა საქართველოს მიმართ არამეგობრულ ქვეყნად, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში არა მარტო იფარებდა, არამედ დემონსტრატიულად ნიშნავდა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილ სააკაშვილს. უკრაინას დღემდე არ დაუბრუნებია საქართველოში გაწვეული ელჩი, რაც თბილისის მიმართ კიევის უნდობლობის დემონსტრირება და არასრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების მიზეზია!

   მაშ, რატომ არ ატარებს საქართველოს მთავრობა მკაცრად განსაზღვრულ კურსს აშშ-ის, უკრაინისა და ევროკავშირის მიმართ, რომლებიც ვენეციის კომისიის მეშვეობით ერევიან არა მხოლოდ სასამართლო სისტემაში, არამედ საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობაშიც, ერთი მეორის მიყოლებით იწუნებენ კანონპროექტებს, როგორც ეს მოხდა წინა კვირას „მოსმენების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით? მას შემდეგ, რაც უკვე მეასედ დარწმუნდა, რომ კოლექტიური დასავლეთი და უკრაინა მხარს უჭერენ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას, მის ლიდერს - პატიმარ სააკაშვილს და არასამთავრობო სექტორს, რატომ არ შეიმუშავებს საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, აზერბაიჯანის მსგავსად, გრძელვადიან პოლიტიკას საგარეო „მეგობრებთან“ და მათთან „ინტიმურ კავშირში“ მყოფ შიდა მტრების მიმართ (საზღვარი რადიკალურ ოპოზიციას, უცხოურ ფონდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ე.წ. „სამოქალაქო სექტორს“ შორის დიდი ხანია წაიშალა!), რომლებიც დასავლეთისგან შეუზღუდავ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას იღებენ?

   შევეცდები ამ კითხვას ვუპასუხო. დიახ, საქართველოს დღეს არ აქვს და არშეიძლებჰქონდეს გრძელვადიანი პოლიტიკა, საქართველოს ხელისუფლება მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ არასტაბილურ ვითარებაში სიტუაციურად მოქმედებს - იძულებულია, სიტუაციურად იმოქმედოს. რუსეთი ასევე ვერ ასრულებს სპეცოპერაციას უკრაინაში ერთ დღეში, რადგან „დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა“, როგორც წინა კვირას აღიარა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ომის გაგრძელებით არიან დაინტერესებული. ჩავუშოღლუს განცხადებას დავამატებ, რომ სტაბილურობა სამხრეთ კავკასიასა და შავ ზღვაზე ასევე არ შედის დასავლეთის მავე „ზოგიერთი ქვეყნის“ გეგმებში. საქართველო იძულებით უერთდება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ყველა განცხადებას, რადგან დარღვეულია თავად მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. დასავლურმა პროპაგანდამ, ასევე სასწრაფოდ შექმნილმა „ასოცირებული ტრიოს“ და „ყირიმის პლატფორმის“ (უკრაინა-მოლდოვა-საქართველო) ფორმატებმა საგანგებოდ „მიაბა“ ერთმანეთს ყირიმი, დონბასი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მიუხედავად ამ პრობლემების შეუთავსებლობისა, და მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს მთავრობა პრაქტიკულად თავი შეიკავა ამ ფორმატებში მუშაობისგან (უსაქმური პრეზიდენტი-რეზიდენტი ზურაბიშვილი არ ითვლება), პროპაგანდამ თავის მიზანს მიაღწია. ხოლო მათ, ვინც სპეკულირებს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინე ზატულინის ბოლო განცხადებით აფხაზეთის რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის მიზანშეწონილობის შესახებ, საკუთარ თავს დაუსვან კითხვა - რამ შეუშალა ხელი რუსეთს, თუ მთელი ამ წლების განმავლობაში ეს სურდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემოერთებაში, სადაც მისი სამხედრო ბაზებია განთავსებული? აფხაზეთში და, უფრო ნაკლებ, სამაჩაბლოში უძრავი ქონების შეძენის საკითხი ამით არ წყდება, რადგან წინააღმდეგობას აწყდება ადგილობრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტის მხრიდან.

საქართველოს ხელისუფლებას არ შესწევს ძალა, იმაზე მეტი წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის დიქტატს, ვიდრე ამას დღეს აკეთებს და ესეც უპრეცედენტო გმირობაა! დიახ, დასავლეთმა ჩქარა აშკარა მუქარაზე და ჰეგემონიაზე გადასვლა, რითაც დიდი ნის განმავლობაში „ლეთარგიულ ძილში“ მყოფი ქართველების პროტესტი გამოიწვია, მაგრამ აშშ-და ევროკავშირს უწინდებურად აქვთ უზარმაზარი რესურსი, საქართველოს ათასგვარი პრობლემები შეუქმნან. რაც რთული სულაც არ არის, მაგალითად: ტურისტული სეზონი იწურება, ტურისტები, უპირველეს ყოვლისა, რუსები, რომლებმაც ბევრი უცხოური ვალუტა გადაცვალეს ეროვნულ ვალუტაზე, სახლებში გაემგზავრებიან, და, მაშასადამე, ლარის ასეთი მასსა კვლავ არამოთხოვნადი გახდება და დოლარი დაიბრუნებს შერყეულ პოზიციებს. დოლარმა, რომელმაც ისტორიაში პირველად „დაწია“ ევრო მის თანაბარ დონეზე და თავადაც „დაეცა“ 3.30-დან 2.70 ლარამდე, კვლავ დაიწყო „აწევა“ და უკვე 2.85-ს მიაღწია. ისედაც ძვირი ბენზინისა - 1 ლიტრში 4 ლარი - და კვების პროდუქტების ფონზე, ეს გამოიწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას, რითაც აშშ-ის საელჩო შეეცდება ისარგებლოს და ეს უკმაყოფილება „საჭირო კალაპოტში”, ანუ ქუჩაში მიმართოს.

   რა გრძელვადიანი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს საქართველოს მთავრობამ ყაზახეთის შემხედვარე, რომელთანაც ახალ - სატრანსპორტო და ნავთობის ტრანზიტის პროექტებს იწყებს? ყაზახეთი, რომელმაც ახლახან დასავლეთის მიერ პროვოცირებული სამოქალაქო ომი მხოლოდ რუსული სამხედრო ჩარევის წყალობით აიცილა თავიდან, მაგრამ შემდეგ მკვეთრად შეცვალა თავისი პოლიტიკა - აიღო კურსი დასავლეთისკენ და არ აღიარა ყირიმი? და კიდევ, საქართველო თვალყურს ადევნებს თურქეთის პრეზიდენტის თითქმის ყოველდღიურ მკვეთრ „ვირაჟებს“, რომლებიც საშუალებას აძლევს დასავლეთს, ასაზრდოოს სომხეთში ანტირუსული განწყობები ყარაბაღში არსებული ვითარებით უკმაყოფილო მოსახლეობაში 30-წლიანი ომის შედეგების გადათამაშების მიზნით - აქაოდა, „სანამ ერდოღანი თავად არ შესულა ერევანშიო! ამას ერთვის ტაივანის კრიზისიც და ჩინეთი - საქართველოს პერსპექტიული ეკონომიკური პარტნიორი პროექტში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“.

   და, რა თქმა უნდა, გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კონკრეტული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გარდა, შეუძლებელია საქართველოს გრძელვადიანი, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის შემუშავება მთელი მმართველი გუნდის იდეოლოგიური ერთიანობის არარსებობის პირობებში. ქვეყნის უალტერნატივო ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჯერ არავის გაუუქმებია და საქართველოში ხელისუფალთა უმრავლესობაც მეტისმეტად დიდხანს და ღრმად არის ინტეგრირებული დასავლურ პროექტში იმისათვის, რომ უცებ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყოს.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 28 აგვისტო
საქართველო, თბილისი