სამართალი
ქალი, რომელიც მთელ საქართველოს სძულს, ქართველი ხალხის სახელით უკრნაცისტებს დასტირის

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დნეპროპეტროვსკში, რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ეხმაურება.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ უკრაინაში ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურზე რუსეთის დარტყმის გამო. საშინელი თავდასხმა, ბარბაროსული ძალადობა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ვგლოვობ ტრაგიკულად დაკარგულ სიცოცხლეებს. საქართველო უკრაინელი ერის გვერდით დგას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

დნეპროპეტროვსკში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიშის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 25 ადამიანი.