საზოგადოება
საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთი მზად არის, შეუერთდეს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა.
„ისეთი პერსპექტივის შემთხვევაში, როგორიც არის რუსეთის საკავშირო სახელმწიფო, ბელარუსი და სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ ამ კავშირში გაწევრიანება, ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ამ იდეას და ვიქნებით ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები. [საკავშირო სახელმწიფოს] იდეა არის ჩვენთან, აფხაზებთან ახლოს, ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის“, - განაცხადა ბჟანიამ.
მისი თქმით, აფხაზეთს ესმის რუსეთის ფედერაციასთან ძლიერი ალიანსის აუცილებლობა ახალ რეალობებში, როდესაც ერთპოლარული სამყარო დაინგრა.