სამართალი
გორში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს

knife-in-hand22 წლის დევი ქინქლაძე დღეს, გამთენიისას, დაახლოებით, 04:00 საათზე, ე. ჯუღაშვილის ქუჩაზე მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ყელისა და გულის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დევი ქინქლაძე ადგილზევე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება გახდა, თუმცა ზუსტი მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ქინქლაძის მკვლელობასთან დაკავშირებით უკვე დაკავებულია ორი ადამიანი.