საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8705 ლარი გახდა

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8705 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8705 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8192 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0513 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8645 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7972 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0673 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.