პოლიტიკა
საქართველოში სომხეთის ახალ ელჩად აშოტ სმბატიანი დაინიშნა

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუბენ სადოიანი საქართველოში სომხეთის ელჩის თანამდებობიდან გაიწვიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეორე განკარგულებით ამ თანამდებობაზე დაინიშნა აშოტ სმბატიანი.